მანუჩარ კვარაცხელიას წარმატება

27-28 მაისს, საბერძნეთში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი აღმოსავლურ საბრძოლო ხელოვნებაში უშუ სანდაში. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩემპიონატზე მარტვილელმა მანუჩარ კვაშილავამ 65 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა. მან სამ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და სამივე გამარჯვებით დაამთავრა. მანუჩარ კვაშილავა მარტვილის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის აღზრდილია.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეაბილიტირებული ცენტრი გაიხსნა

მარტვილის მუნიციპალიტეტში ა(ა)იპ მარტვილის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეაბილიტირებული ცენტრი გაიხსნა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფოემაციით, პროექტის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ცენტრის შენობას. სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 133 550 ლარით დაფინანსდა. გახსნის ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

სასწარფო დახმარების ახალი მანქანები რეგიონებში გადანაწილდება

ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი 23 სპეცმანქანით განახლდა. ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, მაღალი გამავლობის, ევროსტანდარტების შესაბამისი, ავტომობილები, თანამედროვე სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი და რთულ რელიეფზე გადასაადგილებლად არის განკუთვნილი. სასწრაფო დახმარების 23 ახალი ავტომობილი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებში გადანაწილდება.

უტა ბაჩილავა გრან-პრით და ვალერიან შიუკაშვილის პრემიით დაჯილდოვდა

სენაკის მე - 10 საიუბილეო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, მარტვილის სამუსიკო სკოლის IV - კლასის მოსწავლე, უტა ბაჩილავა გრან-პრით და ვალერიან შიუკაშვილის პრემიით დაჯილდოვდა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, უტა ბაჩილავას მერიაში უმასპინძლა, მიღწეული წარმატებები მიულოცა, სამახსოვრო საჩუქარი გადასცა და წარმატებები უსურვა.

“მკვეხარა ყვინჩილა”

მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრი მაყურებელის წინაშე მეორე თოჯინური სპექტაკლით "მკვეხარა ყვინჩილა“ წარსდგა. თოჯინების თეატრი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დაარსდა. სპექტაკლის რეჟისორი - ლევან გაბრიჭიძეა. მონაწილეობდნენ: მათე სოსელია, მადინა თოდუა, მზია ოდიშარია, მადლენა კვესელავა, ირინა ჯანაშია, ირაკლი სურმავა, დოდო ბარამია. ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

სთორითელინგი და ძლიერი პირადი ბრენდის შექმნა ციფრულ სამყაროში

ადგილობრივი მედიის გადარჩენისა და ჟურნალისტთა დაცვის საქველმოქმედო ფონდის “ჩვენი მედიასახლი” ინიციატივით, ტარდება ორდღიანი ტრენინგი თემაზე “სთორითელინგი და ძლიერი პირადი ბრენდის შექმნა ციფრულ სამყაროში”. ტრენინგი შექმნილია კემბრიჯის უნივერსიტეტის ვიზუალური სთორითელინგის კურსის საფუძველზე. ტრენინგს წარუძღვება ნანო ქობალია,-კემბრიჯის უნივერსიტეტის აღნიშნული კურსის სერტიფიცირებული მონაწილე და ტრენერი ლონდონიდან. პირველი დღე: სთორითელინგი: •რა არის სთორითელინგი. •ეფექტური სთორითელინგის...

26 მაისი მარტვილში

26 მაისის აღსანიშნავად, მარტვილის მუნიციპალიტეტში, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა. ამ დღესთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ბიუსტები, ასევე ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მდებარე, დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. დღის...

ჩატარდა 26 მაისისთვის მიძღვნილი ღონისძიება სალხინოს სკოლაში

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია ბესიკ ხულორდავას სახელობის სალხინოს საჯარო სკოლაში ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიება 26 მაისს მიეძღვნა. სკოლის მოსწავლეები შეკრებილი საზოგადოების წინაშე მხატვრული, ქორეოგრაფიული და მუსიკალური კომპოზიციებით წარსდგნენ, რომელიც გაჯერებული იყო პატრიოტული სულისკვეთებით. მუსიკალურ ნომრებში სკოლის მოსწავლეებთან ერთად პედაგოგები და მშობლებიც ჩაერთვნენ. მერმა ღონისძიების დაწყებამდე ყვავილებით შეამკო 8 აგვისტოს ომში...

ლემიქავეს უბანში საავტომობილო გზის საფარის მოწყობა მიმდინარეობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია მარტვილში მიმდინარე პროექტებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ. მარტვილის მუნიციპალიტეტის აბედათის ადმინისტრაციულ ერთეულში, ლემიქავეს უბანში საავტომობილო გზის საფარის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის საერთო ბიუჯეტი 1 039 999 ლარს შეადგენს, ამჟამად შესრულებულია სამუშაოების 30 პროცენტი, მთლიანი სარეაბილიტაციო...

ნოღის ციხემდე მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ნოღაში, ნოღის ციხემდე მისასვლელი საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაიგება ცემენტო-ბეტონის საფარით 2 218 მეტრზე. ასევე მოხდება ლითონის მილების, მილხიდების, ცხაურების და ბეტონის სათავისების მოწყობა. პროექტი გარდამავალია სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება. მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ და...