მარტვილში განახლებული რეგიონების ფარგლებში, რეაბილიტირებულ სკვერში, პოეტ ტარიელ ხარხელაურის პოეზიის საღამო გაიმართა. საღამოზე შეკრებილებს ხარხელაურის ყველასთვის ცნობილი და ახალი ლექსები წარუდგინეს. ასევე შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. ფოტო: მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია
ისტორიკოსი გივი ელიავა აკაკი ჭანტურიას პრემიით დაჯილდოვდა
17 მაისს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დარბაზში გაიმართა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის შეხვედრა მუზეუმელებთან. სამუზეუმო პრემიებით დაჯილდოვდნენ ღვაწლმოსილი მუზეუმელები. აკაკი ჭანტურიას სახელობის პრემიით დაჯილდოვდა მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დამაარსებელი, ისტორიკოსი გივი ელიავა, საქართველოს სამუზეუმო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. ჯილდო გადაეცა მის შვილიშვილს გივი ელიავას. ინფორმაციას მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ავრცელებს.
1-ელი ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები, ყოველთვიური დახმარების სახით, 200 ლარს მიიღებენ
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2023 წლის 1 ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიური დახმარების სახით 200 ლარს მიიღებენ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ფულადი დანამატის მიმღები არის 16 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000 ქულას. უწყების ცნობით, პროგრამის ბიუჯეტი 465 მილიონი ლარია. გაზრდილ დახმარებას დაახლოებით 232 000-მდე...
დეკრეტული შვებულების ფულადი დახმარება 1 000 ლარის ნაცვლად, 2 000 ლარით განისაზღვრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილეს. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი...
მთავრობა ავრცელებს მედიკამენტების ჩამონათვალს, რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი დაწესდა
ფარმაცევტულ კომპანიებს განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ. მთავრობის ადმინისტარციის ინფორმაციით, რეფერენტული ფასი, პირველ ეტაპზე, 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე დაწესდა. ეტაპობრივად კი სხვა მედიკამენტებზეც განისაზღვრება. მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს. ზღვრული მაქსიმალური ფასები საბითუმო და საცალო რეალიზაციის დონეზე დაწესდა. ცვლილება, მოსახლეობისთვის...
მიქაელ მალაზონიას TCHE Center ფორმულით – მიიღე განათლება და დაეხმარე სხვას
TCHE Center – არის ახალი წამოწყება, რომელიც მიზნად ისახავს ქველმოქმედების ირგვლივ გააერთიანოს საზოგადოება! ეს იქნება ადგილი სადაც მიიღებ განათლებას და ამავდროულად ჩაერთვები ქველმოქმედების დიდ კამპანიაში! ონლაინურთიერთობების შესაძლებლობები ამოუწურავია,-ყოველდღიურად ახალი აპები, ახალი პლატფორმები, ახალი პროგრამები იქმნება, რომ უფრო მობილური და მოქნილი გახდეს ციფრული ურთიერთობები, ეს მთელი რევოლუციაა, რომელიც უნდა მივიღოთ და გამოვიყენოთ....
ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია
ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა. ფინალში ლაშა ბექაურმა გერმანელი, 24 წლის ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა.
მარტვილში ფესტივალი “ლეგენდების ქვეყანა” გაიხსნა
მარტვილის მუნიციპალიტეტში, ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის “ლეგენდების ქვეყანა“ გახსნის ღონისძიება გაიმართა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა ადგილობრივებთან ერთად პოლონეთის, უკრაინის და თურქეთის (ართვინი) ფოლკლორულმა ანსამბლებმა და ჯგუფებმა მიიღეს. მონაწილეებმა კონცერტის დაწყებამდე ნაციონალურ სამოსში გამოწყობილებმა ქალაქის ცენტრში მსვლელობა მოაწყვეს. ფესტივალის გახსნას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და...
მურთაზ ხურცილავას გზა მარტვილიდან
მურთაზ ხურცილავამ ფეხბურთის თამაში მარტვილში დაიწყო და ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ 2015 წელს, მარტვილის "მერანის" პრეზიდენტმა, ფრიდონ ინჯიამ, "მერანის" საშინაო არენას "მურთაზ ხურცილავა"-ს სახელი მიანიჭა. მურთაზ ხურცილავას ბიოგრაფიამ შემდეგი მნიშვენელოვანი ფაქტები მოინიშნა: ის გახლავთ პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც საბჭოთა ნაკრებს უკაპიტნა, სსრკ- ს ჩემპიონატების 5 გზის მესამე პრიზიორი 1962, 1967,...
თამაზ ბაძაღუა: მეშინია ჩემი სიფხიზლის-არაფრად ქცევის…
ქართველი დრამატურგი, პოეტი თამაზ ბაძაღუა დაიბადა 1959 წელს, მარტვილის რაიონის სოფელ ნახუნაოში, პედაგოგების პოლიკარპე და თალიკო ბაძაღუების ოჯახში. 1975 წელს დაამთავრა ნახუნაოს სკოლა და ამავე წელს ჩააბარა მისაღები გამოცდები თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. 1985 წელს გამომცემლობა “განათლებამ” დასტამბა მის მიერ თარგმნილი ჯაკომო ლეოპარდის ლექსები. თარგმნა პიერ...