მარტვილში “ბანძის სიონობა” აღინიშნა

მარტვილის მუნიციპალიტეტის ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში, 29 აგვისტოს, „ბანძის სიონობა“ აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ბანძის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინა. ასევე, ,,ბანძის სიონობის''. დღესასწაულთან დაკავშირებით,სოფელ ბანძის საჯარო სკოლაში,მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტის,ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით ჩატარდა კონფერენცია ,,ჩემი სოფელი ჩემი სიამაყეა''. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბანძის საჯარო სკოლის...

გაიმართა “მარტვილის თასის” გათამაშება

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით ქალაქ მარტვილში, აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი "მარტვილის თასის" გათამაშება გაიმართა ფრენბურთში. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა 8 სოფლის გუნდმა მიიღო. შეჯიბრის გამარჯვებული სოფელი "ინჩხური"-ს გუნდი გახდა. მეორე ადგილზე სოფელი "ნოღა" გავიდა, ხოლო მესამე პოზიცია სოფელ "სალხინო''-ს ხვდა წილად. შეჯიბრის ბოლოს გამარჯვებული გუნდები თასებითა...

ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები გამოქვეყნდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოქვეყნდა ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები. აბიტურიენტებს საკუთარი შედეგების გვერდზე დახვდებათ გათანაბრებული და სკალირებული ქულებიც.  “შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი №64). შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს შეახსენებს,...

ბანძაში ფეინთბოლის ჩემპიონატი გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ფეინთბოლის ჩემპიონატი გაიმართა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრში მონაწილეობდა 8 გუნდი, რომელთა შორის გამარჯვებული - გუნდი ,,მარტვილის ცენტრი" გახდა. გამარჯვებული გუნდი მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ფეინთბოლის ეროვნულ ჩემპიონატში. ჩემპიონატი, საქართველოს ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

მარტვილელი, ნიკოლოზ ჯოჯუას წარმატება

14-21 აგვისტოს ქალაქ ბათუმში ჩატარდა საერთაშორისო ფესტივალი ჭადრაკში ,,შავი ზღვის დელფინი "-2023. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობას ღებულობდა, მარტვილის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ ჯოჯუა (მწვრთნელი მამუკა სულავა), სადაც მან პირველი ადგილი (ოქროს მედალი) მოიპოვა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ პირადად მიულოცა წარმატება გამარჯვებულს. მერმა ნიკოლოზ ჯოჯუასა და...

“ლემიქავეს” უბანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტის აბედათის ადმინისტრაციულ ერთეულში ,,ლემიქავეს'' უბანში საავტომობილო გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 039 999 ლარით ფინანსდება. სამშენებლო სამუშაოებს შპს „როუდ პლიუსი“ განახორციელებს. საავტომობილო გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ დაათვალიერა.

მარტვილში ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

მარტვილში, სალხინოში, ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა. გავრელებული იმფორმაციით, ის ველოსიპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც, მას მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა. მოზარდი ადგილზე დაიღუპა.

მარტვილში მარინე ლაგვილავა-სულაბერიძის პერსონალური გამოფენა გაიმართება

18 და 19 აგვისტოს მარტვილში, გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მხარდაჭერითა და ხელშეწყობით, გაიმართება მარინე ლაგვილავა-სულაბერიძის პერსონალური გამოფენა (ნაქარგები და ხელნაკეთი აქსესუარები). გამოფენა გაიხსნება 18 აგვისტოს 15:00 სთ-ზე და გაგრძელდება 19 აგვისტოს 12:00 სთ-დან 18 სთ-მდე.

გარემოს ეროვნული სააგენტო: შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 26 და 30 ივლისს შავი ზღვის წყლის ხარისხის მორიგი მონიტორინგი განახორციელა. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია. “კვლევებისას განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ -ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია....

ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება. “მათ შორის არიან ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია. ცვლილებამდე, მათ აღნიშნულ მომსახურებები არ უფინანსდებოდათ. სიახლე შეეხებათ დაზღვეულ ვეტერანებსაც. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის...