23-25 თებერვალს მოსალოდნელია თოვლი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-25 თებერვალს დასავლეთ საქართველოში კვლავ მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი. სანაპირო რაიონებში ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი, კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე დაწევა. “საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა....

მარტვილში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

მარტვილი მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში სისხლის უანგარო დონაციის აქცია - "გაუზიარე სიცოცხლე, გაიღე სისხლი" - გაიმართა. უანგარო დონორობის აქცია მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ ,,სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის'' ორგანიზებით გაიმართა. ფოტო: წყარო

მომდევნო დღეებში ნალექია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 – 21 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, მთაში და მაღალმთაში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა. “დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. (საფრთხის დონე საშუალო).”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მარტვილში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართება

19 თებერვალს, 11:00 საათიდან, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში, სისხლის უანგარო დონაციის აქცია „გაუზიარე სიცოცხლე, გაიღე სისხლი“ გაიმართება.

მომდევნო დღეებში ცვალებადი ამინდია ნავარაუდევი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 15-17 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. “თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, 16-17 თებერვალს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი,...

მარტვილში დასახლებების საერთო კრებები და ამომრჩევლებთან კონსულტაციები გაიმართა

დღეს, მარტვილის მუნიციპალიტეტის დასახლებებში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლებების საერთო კრებები და ამომრჩევლებთან კონსულტაციები გაიმართა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, შეხვედრები ვედიდკარის, ლეხაინდრაოს, ნაგვაზაოს, ნახუნაოს და ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩატარდა. 2025 წელს, მარტვილის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 990 000 ლარი დაიხარჯება.

მარტვილში დასახლებების საერთო კრებები და ამომრჩევლებთან კონსულტაციები დაიწყო

მარტვილის მუნიციპალიტეტის დასახლებებში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლებების საერთო კრებები და ამომრჩევლებთან კონსულტაციები დაიწყო. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, შეხვედრები სერგიეთის, ნახუნაოს, აბედათის, ონოღიას და ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა. 2025 წელს, მარტვილის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 990 000 ლარი დაიხარჯება.

8-9 თებერვალს შენარჩუნებული იქნება ცივი და ზოგან ნალექიანი ამინდი, 10 თებერვალს კი გამოიდარებს

გარემოს ეროვნული სააგენტო, 8-10 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 8-9 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და ზოგან ნალექიანი ამინდი, 10 თებერვალს კი გამოიდარებს. “ქ. თბილისში 8-9 თებერვალს შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი, 10 თებერვალს კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება....

ბიბლიოთეკაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს

მარტვილის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკაში, საჯარო კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მასში მონაწილეობა მარტვილის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მიიღეს.

მარტვილში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოში, იმერეთსა და შიდა ქართლში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, მოქალაქეს საცხოვრებელი სახლის ეზოში ლენტური ტიპის დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი ჰქონდა დამონტაჟებული. უკანონო სახერხი საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული იყო წიფლის...