მარტვილის სოფლ დიდი ჭყონში საფლავები გაქურდეს. მარტვილში გაქურდულია 11-მდე საფლავი. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.
მარტვილის საბავშვო ბაღებში გარე სათამაშო ატრაქციები მოეწყო
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სლოვაკეთის საელჩოს მხარდაჭერითა და უშუალოდ ელჩის პაველ ვიზდალის ჩართულობით, მცირე საგრანტო პროექტის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია - "ადგილობრივი განვითარების და ინოვაციების ცენტრთან" თანამშრომლობით , მარტვილის სამ ბაღში, კერძოდ კიწიის, ვედიდკარის და თამაკონის საბავშვო ბაღებში გარე სათამაშო ატრაქციები მოეწყო.
მარტვილში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო
მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ინფორმაციისთვის, ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში ხის კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად რამდენიმე არხის ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა.



