კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩიეს

კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩიეს.  ფარული კენჭისყრის შედეგად, კუჭავას კანდიდატურას 86 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი ექვსმა პარლამენტარმა მისცა ხმა.

გარდაიცვალა კახი კავსაძე

85 წლის ასაკში მსახიობი კახი კავსაძე გარდაიცვალა. მსახიობი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იყო მოთავსებული.

მარტვილში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. უწყების ცნობით, მოქალაქე მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის ტყის ფონდის ტერიტორიიდან, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირებას შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდა. სამართალდამრღვევს ავტომანქანის ძარაზე განთავსებული ჰქონდა დიდი ოდენობით ხე-ტყე - დაუფირნიშებელი წიფლის სახეობის 10 ერთეული და ნეკერჩხლის...

რეგიონში 27 სკოლა დისტანციურ სწავლებაზეა გადასული, 20 ბაღი დაიხურა

რეგიონის მასშტაბით სულ დისტანციურ სწავლებაზეა 27 სკოლა და სხვადასხვა სკოლებში 26 კლასია დისტანციურზე. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსის გამო, რეგიონის მასშტაბით, 20 საბავშვო ბაღია დახურული.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარტვილში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში არარეგისტრირებული 4 სახერხი საამქრო გამოავლინეს. უწყების ცნობით, ლენტური ტიპის სახერხი საამქროები გამოვლენილია წალენჯიხისა და მარტვილის მუნიციპალიტეტების სოფლებში: მიქავაში, სალხინოში, ლეცავესა და ინჩხურში. "სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, სახერხი საამქროების ტერიტორიებიდან ამოღებულია 28 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი მორი და 2 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი -...

მეუფე სტეფანემ დედა სოსანა და მორჩილი ნინო ჭყონდიდის ეპარქიიდან გარიცხა

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის მონასტრის წინამძღოლი დედა სოსანა და მორჩილი ნინო ეპარქიიდან გარიცხა. ფოტო: ინტერნეტი

ვაქცინაციისთვის ცხელი ხაზი 15 22 ამოქმედდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი 15 22 ამოქმედდა. უწყების ცნობით, ცხელი ხაზის მიზანი ვაქცინაციის მსურველთა საჭიროებებზე სწრაფი რეაგირებაა. ცხელი ხაზი 15 22,  ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს და საქართველოდან განხორციელებული ყველა ზარი უფასოა.

მარტვილში საფლავები გაქურდეს

მარტვილის სოფლ დიდი ჭყონში საფლავები გაქურდეს. მარტვილში გაქურდულია 11-მდე საფლავი. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.

მარტვილის საბავშვო ბაღებში გარე სათამაშო ატრაქციები მოეწყო

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სლოვაკეთის საელჩოს მხარდაჭერითა და უშუალოდ ელჩის პაველ ვიზდალის ჩართულობით, მცირე საგრანტო პროექტის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია - "ადგილობრივი განვითარების და ინოვაციების ცენტრთან" თანამშრომლობით , მარტვილის სამ ბაღში, კერძოდ კიწიის, ვედიდკარის და თამაკონის საბავშვო ბაღებში გარე სათამაშო ატრაქციები მოეწყო.

მარტვილში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ინფორმაციისთვის, ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში ხის კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად რამდენიმე არხის ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა.