გარემოს ეროვნული სააგენტო, 21-23 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. “ქ. თბილისში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ...
21 და 22 მარტს მარტვილიდან თბილისის მიმართულებით ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს მარტვილიდან თბილისის მიმართულებით ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. გასვლა მერიის მიმდებარე ტერიტორიიდან განხორციელდება: 21 მარტი - გამგზავრება 05:30 საათი 22 მარტი - გამგზავრება 07:00 საათი დეტალური ინფორმაციის მისაღებად და ჩასაწერად, დარეკეთ მითითებულ ტელეფონზე: 577 94 41 30
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისებს ამატებს
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისებს ამატებს. ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზა“ ინფორმაციას ავრცელებს. “სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე ჩამოსვლის მსურველებს, საქართველოს რკინიგზა როგორც რეგულარული, ისე დამატებითი რეისებით უფასოდ გადაიყვანს. „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით,...
სახელმწიფო რწმუნებულმა მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დავით ვერავას განცხადებით, შეხვედრის ეს ფორმატი ყოველკვირეულ სახეს მიიღებს, რათა კიდევ უფრო მეტად მოხდეს კოორდინაცია თვითმმართველობებთან, რაც ხელს შეუწყობს ადგილზე არსებულ პრობლემებზე დროულ რეაგირებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი უწყებების მყისიერ ჩართულობას....
პატრიარქი გარდაიცვალა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქი კუჭიდან მასიური სისხლდენით, კავკასიის მედიცინის ცენტრში 17 მარტს მოათავსეს, ილია მეორე კრიტიკული რეანიმაციის განყოფილებაში იყო მოთავსებული.
18-19 მარტს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
17 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი, ხოლო 18-19 მარტს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. “ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 17 მარტს ზოგან იწვიმებს, ხოლო 18-19 მარტს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა...
მერიაში ახალგაზრდული საბჭოს შექმნის პროცესი გრძელდება
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში ახალგაზრდული საბჭოს შექმნის პროცესი გრძელდება. მერიაში ახალგაზრდებთან სამუშაო შეხვედრა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ნანა ბირკაიამ გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომლები, მარტვილის საკრებულოს წევრი თამაზ დანელია და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაკა გულორდავა. შეხვედრის მთავარი მიზანი კანდიდატებისთვის იმ პერსპექტივებისა და ფუნქციების გაცნობა იყო, რომლებსაც ახალგაზრდული საბჭო...
14-15 მარტს დასავლეთ საქართველოში სითბოს ფონზე ზოგან წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტო, 14-16 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 14-15 მარტს დასავლეთ საქართველოში შედარებით სითბოს ფონზე ზოგან წვიმა და ძლიერი აღმოსავლეთის ქარია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება. 16 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილაზე მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი. “ქ. თბილისში დროგამოშვებით...
“მე ვხედავ მზეს“
მარტვილის მუნიციპალიტეტის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში, სსიპ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიულმა სახელმწიფო ინტეგრირებულმა თეატრმა „აზდაკის ბაღი“ მაყურებელს წარუდგინა სპექტაკლი – „მე ვხედავ მზეს“. სპექტაკლი ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით რეჟისორმა ივანე გაბრუაშვილმა დადგა. სპექტაკლი ჩატარდა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით,
10 მარტიდან დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და დათბება
გარემოს ეროვნული სააგენტო, 10-12 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 10 მარტიდან დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და დათბება, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი. “ქ. თბილისში 10-11 მარტს მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი, ხოლო 12 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი...










