მარტვილის მუნიციპალიტეტის ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის ეზოში, ნიკა კვესელავას ოჯახის ინიციატივით, პოეტის, ნიკა კვესელავას, ხსოვნის საღამო გაიმართა. პოეტის ხსოვნის საღამოზე, გაიხსენეს ნიკას შემოქმედება, წაიკითხეს მისი ლექსები. საღამოზე იმყოფებოდნენ შემოქმედის მეგობარი პოეტები. მარტვილელი პოეტის ხსოვნის საღამოს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გივი ელიავა, პოეტის ოჯახის წევრები, მეგობრები, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ....
ონკოპაციენტები წამლებს სამედიცინო დაწესებულებებში მიიღებენ
ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისა და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით, ჯანდაცვის სამინისტროში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძემ მათ სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების გაცემის წესის ახალი პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, წამლები პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში იქნება ხელმისაწვდომი. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ბენეფიციარებს, აღარ მოუწევთ, სააფთიაქო ქსელებიდან, კლინიკაში, მედიკამენტების თავად მიტანა – პროცედურაზე მისულ ყველა პაციენტს,...
მარტვილმა, ფეხბურთში მოყვარულთა ლიგის მუნიციპალურ თამაშებს უმასპინძლა
მარტვილის მუნიციპალიტეტმა, ფეხბურთში, მოყვარულთა ლიგის მუნიციპალურ თამაშებს უმასპინძლა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობა ათმა გუნდმა მიიღო. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ნაგვაზაოს და ცენტრის გუდები დაუპირისპირდნენ. გამოვლინდა გამარჯვებული, რომელიც მონაწილეობას რეგიონალურ ტურნირში მიიღებს. გამარჯვებული და მონაწილე გუნდები თასებით დაჯილდოვდნენ. დასახელდნენ ნომინაციებში გამარჯვებულებიც. ტურნირი მარტვილის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის ორგანიზებით და მერიის მხარდაჭერით...
ავტომობილების წინა გვერდითა მინების დამუქების წესში ცვლილებები შევიდა
ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის გარეშე, წინა გვერდითა მინები დაამუქონ 60 პროცენტამდე, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. “მიმდინარე წლის 3 ივლისიდან, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განხორციელებული ცვლილებების თანახმად ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის გარეშე,...
გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის წინასაგამოცდო რჩევებს ავრცელებს
ხვალიდან, 3 ივლისიდან, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აბიტურიენტებს, რომ გამოცდაზე ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას გამოცხადდნენ, ასევე თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი. “გამოცხადდით გამოცდაზე ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას; თან...
1 ივლისის დღის ბოლოდან 2 ივლისის დღის ბოლომდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ივლისის დღის ბოლოდან 2 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. უწყების ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).
მარტვილში სტიქიის სალიკვიდაციო და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
მარტვილის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო და აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სპეციალური ტექნიკის გამოყენებით სოფლებში იწმინდება საავტომობილო გზები. მარტვილის მუნიციპალიტტეის მერიის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნა სტიქიის შედეგების დამდგენი კომისია. საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის შესაბამისი სამსახურები. მარტვილის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა ღელეებმა საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლების...
უხვმა ნალექმა მარტვილის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა ღელეებმა საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლების ნაწილი დატბორა: ქალაქ მარტვილში, ნაგვაზაოში, ბანძაში, სერგიეთში, ლეხაინდრაოში, ხუნწში. რამდენიმე ადგილას ჩამოწვა მეწყერი. უწყების ცნობით, ძლიერმა წვიმამ შიდა გზები და სანიაღვრე არხები დააზიანა. რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. "ადგილობრივი ხელისუფლებისა წარმომადგენლებთან ერთად სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ სამეგრელო...
საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირებას იწყებს
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩეველთა ინფორმირების შემდეგ ეტაპზე გადადის და ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ახალ პროექტს იწყებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, „ელექტრონული არჩევნების საყოველთაო დემონსტრირება“ მიმდინარე წლის 6 ივლისიდან განხორციელდება და მისი მიზანია საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება. „ამომრჩეველთა ინფორმირების...
დღეს “მარტვილობა” აღინიშნა
დღეს ჭყონდიდის ეპარქიის ორგანიზებით, მარტვილის მუნიციპალიტეტში დღესასწაული "მარტვილიობა" აღინიშნა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში ადგილობრივ ანსამბლებთან ერთად მონაწილეობა ლენტეხის, ცაგერისა და აბაშის ჯგუფებმა მიიღეს. შესრულდა სხვადასხვა სახის მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გივი ელიავა,ჭყონდიდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე და სხვა სასულიერო პირები დაესწრნენ. +11