პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2025 წლის 1 სექტემბერს დაიწყება და 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.  “2025 წლის მიღებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საჯარო და კერძო დაწესებულებები...

23 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იხსნება

2025 წლის 23 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იხსნება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უკანონო ნადირობის ფაქტების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, სეზონის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან მკაცრ კონტროლს განახორციელებს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინორმაციით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველმა ნადირობამდე უნდა გადაიხადოს გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი...

21 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 აგვისტოს ღამიდან დღის ბოლომდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძალიან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა, ზოგან დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან...

მარტვილში თინათინ მღვდლიაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მარტვილის ცენტრალურ სკვერში პოეტ თინათინ მღვდლიაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე წაიკითხეს პოეტის ლექსები, მომღერლებმა კი შეასრულეს პოეტის ლექსებზე შექმნილი სიმღერები. ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გივი ელიავა, კულტურის სამსახურის უფროსი მურმან წოწორია, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო. ღონისძიება პროექტის...

დღეს, მარტვილში თინათინ მღვდლიაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, დღეს, 18 აგვისტოს, 20:00 საათზე, მარტვილის ცენტრალურ სკვერში, პროექტის ,,მუსიკალური ზაფხული 2025“-ის ფარგლებში, თინათინ მღვდლიაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობენ: ეკა კვალიაშვილი, თემურ თათარაშვილი, მარიკა ქაცარავა, დავით ძიძიგური, გიორგი ჭიალაშვილი. დასწრება თავისუფალია!

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს დაინიშნა

მიხეილ ყაველაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 4 ოქტომბერს ჩატარების შესახებ განკარგულება გამოსცა. „საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ გამოცემული განკარგულების თანახმად, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება. განკარგულება თანახელმოწერილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ.” -ინფორმაციას ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

1 და 2 აგვისტოს მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 და 2 აგვისტოს საღამოს და ღამის საათებში საქართველოში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-მთიან რაიონებში და აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ელჭექის დროს ქარის გაძლიერება. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში...

გარემოს ეროვნული სააგენტო – 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა, ზოგან 38-40 გრადუსამდე. უწყების ცნობით, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო).

“მარტვილის” სოლო კონცერტი გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდი ჭყონის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია ცისქვეშ, კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის მუნიციპალური ანსამბლ "მარტვილის" სოლო კონცერტი გაიმართა. მარტვილის მუნიცი-პალიტეტის მერიის ინფორმაციით, „მარტვილი“ მაყურებლის წინაში მრავალფეროვანი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით წარდგა. ღონისძიებას ადგილობრივებთან ერთად ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

დღეს, “მარტვილის” სოლო კონცერტი გაიმართება

დღეს, 29 ივლისს, 19:00 საათზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდი ჭყონის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ, გაიმართება მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის მუნიციპალური ანსამბლის ,,მარტვილი" სოლო კონცერტი.