პენსიონერებს სესხი და მომსახურების პირობები გაუიაფდებათ, – ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. “დღეს დასრულდა ტენდერი, რომელიც გამოცხადებული გვქონდა ჩვენი პენსიონერებისთვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პირობებით. ტენდერში გაიმარჯვა იგივე ბანკმა, „ლიბერთი ბანკმა“, რომელიც წლებია ემსახურება პენსიონერებს. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მათ აქვთ შესაბამისი გამოცდილება და ინფრასტრუქტურა....
Blog
მარტვილში “ჭყონდიდობა” გაიმართა
14 მაისს, მარტვილის მუნიციპალიტეტში, მე-4 ფოლკლორული ფესტივალი „ჭყონდიდი“ გაიმართა. ფესტივალი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს მხარდაჭერით და კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ღია ცის ქვეშ მოეწყო და ახალგაზრდა მოცეკვავის გიორგი წივწივაძის ხსოვნას მიეძღვნა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალში ადგილობრივ ფოლკლორულ ანსამბლებთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებთან არსებული...
მარტვილში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
დღეს, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს მხარდაჭერით, თბილისის იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს რეგიონული სისხლის ბანკმა, სისხლის უანგარო დონაციის აქცია გამართა. სისხლის დონაციის აქციაში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, ააიპ-ების, სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები, მედიკოსები, პედაგოგები და მოხალისეები ჩაერთნენ.მარტვილელების მიერ გაღებული სისხლი შეინახება სისხლის ბანკში და საჭიროების შემთხვევაში ჰუმანიტარული დახმარების სახით უკრაინაში...
დღეიდან საქართველოში რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 11 აპრილიდან რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება. “ფარმაცევტული სფეროს გამჭვირვალობის, მოსახლეობისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების უზრუნველყოფის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო, ფარმაცევტულ სფეროში რეფორმას ახორციელებს, რის შედეგადაც ექიმი ვალდებული იქნება მედიკამენტი მხოლოდ გენერიკული დასახელებით გამოწეროს. ფარმაცევტი მომხმარებელს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ, გენერიკული მედიკამენტების ,,პოზიტიური სიიდან“ სამ ყველაზე იაფ...
9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი შესრულდა
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას, გვირგვინით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი, საქართველოს ეროვნული გმირების – ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ბიუსტები და აზა ადამიას საფლავი. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი შესრულდა. 1989 წლის...
უკრაინის მოქალაქეს, რომელსაც შვილი საქართველოში შეეძინა მარტვილის მერმა საჩუქრები გადასცა
უკრაინიდან ლტოლვილ ოჯახს, რომლებიც ომის დაწყების შემდეგ მარტვილში ცხოვრობს, შვილი შეეძინათ. შვილის შეძენა უკრაინის მოქალაქეებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა, თორნიკე ჯანაშიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან სურმავამ მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. ჟელენი კიკორიას და ალიონა ბარანიკს მესამე შვილი ბაგრატი კლინიკა „სენამედში“ შეეძინათ. სამედიცინო დაწესებულებამ მათ უფასო მომსახურეობა გაუწია. უკრაინიდან ლტოლვილი ოჯახი ომის დაწყების...
პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში ცვლილება შედის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, 2022-2023 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ. ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი გახდა...
მარტვილში პოლიციამ ერთი პირი დააკავა
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისსა და რეგიონებში 6 პირი დააკავეს. მათ შორის ერთი მარტვილში. ამოღებულია სხვადასხვა ტიპის უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები. სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1971 წელს დაბადებული ბ. ფ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა მარტვილში, მისი საცხოვრებელი სახლის...
მარტვილში, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ჩატარებული რეფერენდუმის და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე აღნიშნეს
31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხებზე ჩატარებული რეფერენდუმის და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, მარტვილის მუნიციპალიტეტში, ზვიად გამსახურდიას და ეროვნული მოძრაობის გმირის მერაბ კოსტავას ბიუსტები, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ხურცილავამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კობა დარჯანიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა...
მარტვილში დასუფთავების აქცია ჩატარდა
22 მარტი მსოფლიო წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, მარტვილის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია მოეწყო. აქციის მონაწილეებმა მდინარე აბაშის სანაპირო ზოლი პოლიეთილენის ბოთლებისგან, პარკებისგან და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გაწმინდეს. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აქციაში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია მერიის და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად ჩაერთო. 22 მარტი წყლის რესურსების დაცვის...