„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის ინფორმაციით, 10 აპრილიდან, ე.წ. სოციალურ პურზე ფასი 10 თეთრით გაიაფდება. როგორც დოლიძემ აღნიშნავს, ფასის დაკლება პურის წონაზე არ აისახება. „მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მიმდინარე წლის 10 აპრილიდან ე.წ. სოციალურ პურზე ფასი 10 თეთრით შემცირდება. ვადასტურებ, რომ პურის ფასი 10 თეთრით დაიკლებს. რაც პრემიერმა გამოაცხადა...
Blog
“მოხალისე წყლის ადვოკატები“
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ჰელფინგ ჰენდთად“ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გაეროს ბავშვთა ფონდმა, არასამთავრობო ორგანიზაცია "ჰელფინგ ჰენდთად“ პარტნიორობით განახორციელა საგანმანათლებლო პროექტი: "მოხალისე წყლის ადვოკატები“. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა გაიარეს ინტენსიური სასწავლო კურსი, რის შემდეგაც მოზარდები ახორციელებდნენ ადვოკატირების კამპანიებს და საინფორმაციო შეხვედრებს თავიანთ მუნიციპალიტეტებში. პროექტის ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტის...
ბზის უკანონო მოპოვებაზე კონტროლი მკაცრდება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის უკანონო მოპოვებაზე კონტროლს ამკაცრებს. უწყების ცნობით, დეპარტამენტის ეკიპაჟები, ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიანი პატრულირების დროს, განსაკუთრებით გააკონტროლებენ იმ ტერიტორიებს, სადაც ბოლო წლებში, ბზის უკანონო მოპოვება-რეალიზაციის სტატისტიკა მაღალია. “კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა. მისი მოჭრა, ამოძირკვა ან...
31 მარტი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ჩატარებული რეფერენდუმის და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა
31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხებზე ჩატარებული რეფერენდუმის და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით, მარტვილის მუნიციპალიტეტში, ზვიად გამსახურდიას და ეროვნული მოძრაობის გმირის მერაბ კოსტავას ბიუსტები, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს....
მარტვილში უშანგი ჟვანიას ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება
სოციალურ ქსელში, მოქალაქე მოგელი ახალაია წერს, რომ 29 მარტს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დოშაყეში მცხოვრებ უშანგი ჟვანიას ოჯახს, სახლი დაეწვა და საზოგადოებას სთხოვს, რომ დაზარალებულის ოჯახს დახმარება გაუწიონ. "ოჯახი, სადაც ობლად დარჩენილი ბავშვები იზრდებიან ყველაფრის გარეშე დარჩნენ. ვაგროვებთ ყველაფერს, რისი შეგროვებაც შეიძლება. აქვე ვუთითებთ საბანკო ანგარიშის ნომერს, ვისაც ფინანსური დახმარების სურვილი...
“აჩუქე სიცოცხლე, აჩუქე ღიმილი“
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში "აჩუქე სიცოცხლე, აჩუქე ღიმილი!“ აქციის ფარგლებში, სისხლის უანგარო დონორობის აქცია გაიმართა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აქციაში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეები, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლები და მოქალაქეები ჩაერთვნენ. უწყების ცნობით, აქცია ლეიკემიით დაავადებული ბავშვების სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება. უანგარო დონორობის აქცია "სისხლის ცენტრის“ ორგანიზებით და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით...
მარტვილში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურის წმ. ამბროსი აღმსარებლის სახელობის საგანმანათლებლო ცენტრის დარბაზში, წმინდა ამბროსი აღმსარებლის გარდაცვალბის 96 წლისთავთან დაკავშირებით, სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კონფერენციაზე აკადემიკოსებმა ისაუბრეს წმინდა ამბროსი აღმსარებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში იქმნება ახალგაზრდული საბჭო
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2023 წლის 23 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით მიმდინარეობს ახალგაზრდული საბჭოს კანდიდატების რეგისტრაცია. მსურველებს შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ მითითებულ ლინკზე:
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს მარტვილის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა
22 მარტი მსოფლიო წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია მოეწყო. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა მდინარე აბაშის სანაპირო ზოლი პოლიეთილენის ბოთლებისგან, პარკებისგან და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გაწმინდეს. აქციაში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია მერიის და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად ჩაერთო. შეგროვილი ნარჩენი მარტვილის კეთილმოწყობის სამსახურმა...
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას, მარტვილის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა
21 მარტის, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას, მარტვილის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციიით, ამ დღესთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, დაუნის სინდრომის მქონე მოქალაქეებს სახლში ესტუმრა და საჩუქრები გადასცა. 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს...