Blog

რეგიონებში მიმდინარეობს ტრენინგები ინფორმაციის თავისუფლების თემაზე

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის, პოლიტიკის დაგეგმვისა და სამთავრობო კოორდინაციის დეპარტამენტის ინიციატივით, ევროკავშირის პროექტ “საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს ტრენინგები ინფორმაციის თავისუფლების თემაზე, რომლის მიზანია საჯარო ინფორმაციის გაცემის პრაქტიკის დახვეწა და ამ მხრივ, მუნიციპალური ორგანოების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება. ამჯერად, ტრენინგი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ჩატარდა. სამეგრელო-ზემო...

ლემიქავეს უბანში საავტომობილო გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები დაიწყო

მარტვილის მუნიციპალიტეტის აბედათის ადმინისტრაციულ ერთეულში ლემიქავეს უბანში საავტომობილო გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები დაიწყო. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 039 999 ლარით დაფინანსდება. მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია მერის მოადგილესთან გივი ელიავასთან ერთად გაეცნო. სამშენებლო სამუშაოებს შპს „როუდ პლიუსი“ განახორციელებს.

ერთწლოვანი კულტურის მოყვანის მიზნობრიობით გაცემული სესხის პროცენტს სახელმწიფო დაფარავს

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, “შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში ქვეკომპონენტი ამოქმედდა, რომლითაც ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების მიზნობრიობით გაცემული სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. “სოფლის განვითარების სააგენტო მოახდენს ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის არა უმეტეს 12 თვის პროცენტის თანადაფინანსებას წლიური 9%-ის ოდენობით, სესხის გაცემიდან...

მარტვილის მუნიციპალიტეტში ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა

მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევის დაფიქსირების გამო ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა. შესაბამისი განკარგულება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, სურსათის ეროვნული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უკვე გამოსცა. კარანტინი გამოცხადდა ქალაქ მარტვილში, დაავადების კერიდან 10 კილომეტრის რადიუსში. განკარგულების თანახმად, ცოფისთვის საშიშ ბუფერულ ზონაში, გატარდება ცხოველების ვაქცინაცია, 2-3 კილომეტრის რადიუსით (განურჩევლად წინა...

სეს: მარტვილში დაფიქსირდა მიუსაფარი ძაღლის მიერ ადამიანების დაკბენის ფაქტი

24 აპრილს მარტვილში დაფიქსირდა მიუსაფარი ძაღლის მიერ ადამიანების დაკბენის ფაქტი. უწყების ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა მყისიერად დაიწყეს შესაბამისი ღონისძიებები. ძაღლი, მეთვალყურეობის მიზნით, გადაიყვანეს ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფარში. ცხოველი მოკვდა. "ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადასტურდა ცხოველის ცოფით დაავადება. სააგენტოს ვეტერინარები დღეიდან უკვე ახორციელებენ პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, რაც გულისხმობს ამთვისებელი ცხოველების იძულებით ვაქცინაციას,...

მარტვილში ახალგაზრდული საბჭო შეიქმნა

მარტვილის მუნიციპალიტეტში მერის სათათბირო ორგანო - ახალგაზრდული საბჭო შეიქმნა. საბჭოს მიზანი თვითმმართველობის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდაა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალგაზრდული საბჭო 45 წევრისგან შედგება. წევრების არჩევა, ახალგაზრდების მიერ შევსებული აპლიკაციებისა და ღია გასაუბრების საფუძველზე შესაბამისი კომისიის მიერ მოხდა. ახალგაზრდებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია შეხვდა. ახალგაზრდული...

მარტვილში სიმფონიური მუსიკის კონცერტი გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში, ქუთაისის, ლადო მესხიშვილის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობმა და კომპოზიტორმა ზაზა კილასონიამ სიმფონიურ კონცერტი გამართა. კონცერტზე წარმოდგენილი იყო, როგორც კლასიკური ნაწარმოებები, ასევე ვოკალური ნომრები. ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გივი ელიავა, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი მურმან წოწორია, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივები ესწრებოდნენ. ინფორმაციას მარტვილის...

ირაკლი ღარიბაშვილი: ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 300 ბავშვი სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ

300 ონკოლოგიური პაციენტი, ბავშვი სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ, ჩვენ შერჩეული გვაქვს საუკეთესო კლინიკა მთელს მსოფლიოში, სადაც მოხდება ამ ბავშვების მკურნალობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. “საქართველოში დაახლოებით, 300-მდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვი გვყავს, რომელსაც, რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფო აფინანსებს, გამოყოფილია, დაახლოებით 10 მილიონი ლარი წელიწადში. მოგეხსენებათ,...

მერია: მარტვილის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ინტენსიურად გრძელდება

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ინტენსიურად გრძელდება. უწყების ცნობით, ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ცემენტო-ბეტონის საფარი მოეწყობა აბაშა-მარტვილის ცენტრალური გზიდან აგრარული ბაზრის მიმართულებით საავტომობილო გზაზე. მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მერის მოადგილესთან გივი ელიავასთან ერთად დაათვალიერა. ბანძაში გზის რეაბილიტაციისთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების...

1-ელი ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები, ყოველთვიური დახმარების სახით, 200 ლარს მიიღებენ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2023 წლის 1 ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიური დახმარების სახით 200 ლარს მიიღებენ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ფულადი დანამატის მიმღები არის 16 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000 ქულას. უწყების ცნობით, პროგრამის ბიუჯეტი 465 მილიონი ლარია. გაზრდილ დახმარებას დაახლოებით 232 000-მდე...