პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2023 წლის 22 მაისს დაიწყება და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. “2023 წლის მიღებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები...
Blog
“სხივში” სასწავლო-შემოქმედებით კონფერენცია გაიმართა
მარტვილის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა "სხივში" სასწავლო-შემოქმედებით კონფერენცი გამართა. კონფერენციაში მარტვილის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლები მონაწილეობდნენ. თემა თავისუფალი იყო და მასში მონაწილეობდნენ VII-XII კლასების მოსწავლეები. მონაწილეებმა თითქმის ყველა სასკოლო მეცნიერების შესახებ ისაუბრეს. კონფერენციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ალექსანდრე ხურცილავა და გივი ელიავა, მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომლები, საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი ბუთხუზი წულაია,...
ისტორიკოსი გივი ელიავა აკაკი ჭანტურიას პრემიით დაჯილდოვდა
17 მაისს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დარბაზში გაიმართა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის შეხვედრა მუზეუმელებთან. სამუზეუმო პრემიებით დაჯილდოვდნენ ღვაწლმოსილი მუზეუმელები. აკაკი ჭანტურიას სახელობის პრემიით დაჯილდოვდა მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დამაარსებელი, ისტორიკოსი გივი ელიავა, საქართველოს სამუზეუმო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. ჯილდო გადაეცა მის შვილიშვილს გივი ელიავას. ინფორმაციას მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ავრცელებს.
მარტვილში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
მარტვილის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაიგება 5 კილომეტრზე მეტი ასფალტის საფარი. ასევე მოხდება ლითონის მილების და ბეტონის სათავისების მოწყობა. პროექტი გარდამავალია და სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება. მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ ინფრასტრუქტურის...
მარტვილში მე-5 ფოლკლორული ფესტივალი “ჭყონდიდი“ გაიმართა
მარტვილის მუნიციპალიტეტში, მე-5 ფოლკლორული ფესტივალი „ჭყონდიდი“ გაიმართა. ფესტივალი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს მხარდაჭერით და კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ღია ცის ქვეშ მოეწყო და ახალგაზრდა მოცეკვავის გიორგი წივწივაძის ხსოვნას მიეძღვნა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალში ადგილობრივ ფოლკლორულ ანსამბლებთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლები....
პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები შეიცვალა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2023-2024 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციისა და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები შეიცვალა. “პირველკლასელთა რეგისტრაციის მიმდინარეობისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ შევიდა ცვლილება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების...
ნიკა ბაღიშვილის წარმატება ევროპის ჩემპიონატზე
4-7 მაისს ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი კიკბოქსინგში k-1 წესებით, სადაც მონაწილეობას ღებულობდა მარტვილის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის უშუს გუნდის მოსწავლე ნიკა ბაღიშვილი (მწვრთნელი დათა წულაია). ნიკა ბაღიშვილმა სამ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და სამივე გამარჯვებით დაამთავრა. ტურნირის ბოლოს ნიკა ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლად დასახელდა და მას სპეციალური თასი გადაეცა კიკბოქსინგის...
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 78 წელი შესრულდა
9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მერის მოადგილეებთან ალექსანდრე ხურცილავასთან, გივი ელიავასთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გვირგვინით შეამკო ომში დაღუპულთა მემორიალი და პატივი მიაგო დაღუპული გმირების ხსოვნას. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78 წელი გავიდა. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან, 700 000 ადამიანი...
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 500 ლარს მიიღებენ
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ. განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,...
ბაძაღუას ქუჩის №2 ჩიხის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ქალაქ მარტვილში ბაძაღუას ქუჩის №2 ჩიხის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები 1 300 მ განხორციელდება. სამუშაოებისთვის 407 196 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს შპს "მარტვილავტოგზა“ ახორციელებს. საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოები...