Blog

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 ივლისს დღისით, აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს...

ეროვნული გამოცდები დაიწყო

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან ჩაერთვებიან. 10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 21...

ბანძაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში, ლელეკელეს უბანში, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში, საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარი იგება. პროეტი ასევე ითვალისწინებს სანიაღვრე არხების მოწესრიგებას. სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 959 ათას ლარს შეადგენს.

1-3 ივლისს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო 1-3 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 1-3 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. “1-2 ივლისს ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29,+31 გრადუსი დაფიქსირდება. 3...

მარტვილში მხატვრული ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ღია სივრცეში, გაიმართა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო მხატვარ ირაკლი სურმავას მოსწავლეების მიერ შექმნილი მხატვრული ნამუშევრები. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეებში მხატვრული უნარების წახალისებას, ახალგაზრდების შემოქმედებითი ხედვის წარმოჩენასა და კულტურულ ცხოვრებაში ჩართულობის გაზრდას. გამოფენას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი მურმან წოწორია და სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

სასკოლო სპორტული ლიგის რეგიონული ფინალი გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტში სასკოლო სპორტული ლიგის რეგიონული ფინალი გაიმართა. ტურნირს მარტვილის საფეხბურთო აკადემიის ბაზამ უმასპინძლა. ტურნირის ჩემპიონის გამოსავლენად ერთმანეთს შეხვდნენ ფოთის №15 და სერგიეთის სკოლის გუნდები, პენალტების სერიაში გაიმარჯვა მარტვილის მუნიციპალიტეტის სერგიეთის სკოლის გუნდმა და გახდა სამეგრელოს სასკოლო ლიგის ჩემპიონი. ასევე გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები. ტურნირის ფინალური თამაშების მონაწილეები და გამარჯვებული...

მარტვილში ოლიმპიზმის საერთაშორისო დღე აღინიშნა

მარტვილის მუნიციპალიტეტში ოლიმპიზმის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ მარტვილის მუნიციპალტეტის მერია ავრცელებს. ამ დღესთან დაკავშირებით, მარტვილში კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით, თავისუფლების ქუჩაზე გარბენი მოეწყო. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, 23 ივნისს მსოფლიოში ოლიმპიადის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 1948 წლიდან აღინიშნება.

მარტვილში „ვეფხისტყაოსნის“ საჯაროდ კითხვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტის, გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, „ვეფხისტყაოსნის“ საჯაროდ კითხვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში მარტვილის მუნციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ პოემიდან საყვარელი ეპიზოდები წაიკითხეს. ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გივი ელიავა, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი მურმან წოწორია და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-17 ივნისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნარჩუნდება ძლიერი წვიმის და ელჭექის, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სეტყვის შესაძლებლობა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს...

ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ.  უწყების ცნობით, 22 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება. მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან  ჩაერთვებიან. 10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი....