4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შეადგენს 3 513 818-ს

საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრესსპიკერის ნათია იოსელიანის ბრიფინგი გაიმართა. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირება ხორციელდება სხვადასხვა უწყებების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა ადმინისტრაციულ ორგანოს ამ პროცესში მჭიდრო თანამშრომლობისთვის და კოორდინაციისთვის. ასევე, მადლობას ვუხდით ამომრჩევლებს აქტიურობისთვის. მონაცემების...

სოხუმის დაცემიდან 32 წელი გავიდა

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 32 წელი გავიდა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა, ქალაქ მარტვილში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ამ დღესთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშებია დაშვებული.

სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 სექტემბერის დღის ბოლოდან 28 სექტემბრის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, კახეთის ტერიტორიაზე და მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერება. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან...

მარტვილში “ჭყონდიდლობა” აღინიშნა

მარტვილის მუნიციპალიტეტში, 25 სექტემბერს, წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და ვეზირთუხუცესის წმინდა მღვდელმთავრის გიორგი ჭყონდიდელ - მწიგნობართუხუცესის ხსენების დღე “ჭყონდიდლობა” აღინიშნა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ. მთელი დღის განმავლობაში, თავისუფლების ქუჩაზე, სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები გაიმართება. ასევე...

საინფორმაციო შეხვედრა არჩევნებზე რეგისტრირებული პარტიების და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას მიმდინარე საარჩევნო საკითხების შესახებ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) ორგანიზებით მორიგი საინფორმაციო შეხვედრა მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიებისა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გაიმართა. ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი...

ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის რეგისტრირებული  პარტიული სიების, მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების შესახებ

საარჩევნო ადმინისტრაცია წარმოგიდგენთ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის ორგანოთა –  საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრირებული პარტიული სიების, ასევე მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების შესახებ. არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია და პარტიული სია. თბილისში რეგისტრირებულია მერობის 9 კანდიდატი. თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა 12-ივე პოლიტიკურმა გაერთიანებამ. გარდა...

4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი მიმდინარეობს

მუნიციპალიტეტის ორგანოთა – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი მიმდინარეობს. ბიულეტენები თბილისის 4 სტამბაში იბეჭდება. პროცესს პერმანენტულად აკვირდებიან ცესკოს წევრები, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სტამბა „ფავორიტი სტილში“ ბიულეტენის ბეჭდვის პროცესის მიმდინარეობას დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გაეცნო. „ეს არის ძალიან...

25 სექტემბერს “ჭყონდიდლობა’’ აღინიშნება

მარტვილის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად ყოველი წლის 25 სექტემბერს, წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და ვეზირთუპირველესის წმინდა მღვდელმთავრის გიორგი ჭყონდიდელ – მწიგნობართუხუცესის ხსენების დღე -’’ჭყონდიდლობა’’ აღინიშნება. იხილეთ ჭყონდიდლობის დღესასწაულის პროგრამა: 10:00 საათი – საზეიმო წირვა მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში; 10:30 საათი - დამეგობრებული ქვეყნებიდან დელეგაციების მიღება მერიაში; 11:00 საათი –...

შენი პირველი არჩევნები – ცესკოს თავმჯდომარის მიმართვა ახალგაზრდა ამომრჩეველს, მას ვინც პირველად მონაწილეობს არჩევნებში

4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება. საქართველოს  მოქალაქეები ოთხი წლის ვადით აირჩევენ საკუთარი მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოების წევრებს. ამ მოქალაქეებს შორის იქნები შენც და კიდევ 46 000-ზე  მეტი ის ახალგაზრდა, ვინც  წელს პირველად შეძლებს არჩევნებში მონაწილეობას. აქტიურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში შენი პირველი ნაბიჯი საარჩევნო უფლების გამოყენებაა. სწორედ ამ არჩევნებზე...

21 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანო მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის...