სასახლის ახალი პროექტები ზუგდიდელი ახალგაზრდებისთვის

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში შეიქმნა ახალგაზრდული პროექტების მართვისა და სტრატეგიული განვითარების განყოფილება, რომელსაც ხელმძღვანელობს სალომე გარდავა. განყოფილების წევრები არიან: თეკლა ჯღარკავა და ირაკლი ჯიქია. სალომე გარდავა: „-თავიდან ვსწავლობდი ზუგდიდის მესამე საჯარო სკოლაში, შემდეგ ეროვნულში.  ჩავირიცხე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. პროფესიით კულტურული ტურიზმის მენეჯერი ვარ. თბილისში ყოფნის დროს, ვმუშაობდი...

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი გუგუჩია დაინიშნა

სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალ გუბერნატორად პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი გუგუჩია წარადგინა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. ინფორმაციისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ თანამდებობა დღეს დატოვა.

დაცული ტერიტორიები ვიზიტორებისთვის გაიხსნა

26 მაისიდან, საქართველოს ეროვნულ პარკებში მოგზაურობა შესაძლებელი გახდა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი (სოფ. კინჩხა), პრომეთეს მღვიმე და სათაფლია ვიზიტორთათვის გაიხსნა. სააგენტოს ცნობით, ვიზიტორები დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობას შეძლებენ ყველა იმ რეკომენდაციისა და წესის დაცვით, რომელიც საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული, კერძოდ: ვიზიტორებმა...

საქართველო პირველი ივნისიდან სახმელეთო საზღვრებს ხსნის

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ პირველი ივნისიდან სახმელეთო საზღვრები იხსნება. “სახმელეთო საზღვრები გაიხსნება პირველი ივნისიდან. სახმელეთო საზღვრები გაიხსნება და საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტითა და პისიარ უარყოფითი ტესტის პასუხით ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხით. ამ შემთხვევაში პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ ვალდებულნი...

პირველი ივნისიდან რესტორნები სრული დატვირთვით იმუშავებენ

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულიად მოიხსნა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, 1-ელი ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულიად მოიხსნა, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ საშუალება ექნებათ, სტუმრები დახურულ სივრცეში მიიღონ....

მარტვილში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, მოქალაქე ე.წ. ბენზო ხერხით ახდენდა ფოთლოვანი სახეობის ხეების ჭრას და ფაქტის გამოვლენის მომენტში, 30 ერთეული მრვალი მორი ჰქონდა მოპოვებული. უწყების ცნობით, შედგა შესაბამისი აქტი. "გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ხე-ტყის...

მარტვილში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მარტვილში კორონავირუსით გარდაიცვალა 79 წლის ქალი. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 1 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 603 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 21 პაციენტი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი სინოფარმით აიცრა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით (სინოფარმი) დღეს, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში აიცრა. „იმისთვის, რომ ცხოვრების ჩვეულ სტილს დავუბრუნდეთ ერთადერთი გზა არის ვაქცინაცია. მხოლოდ ეს დაამარცხებს ვირუსს, რომლის წაინააღმდეგაც მთელი მსოფლიო იბრძვის და მოგვცემს საშუალებას კორონავირუსი არ კლავდეს ჩვენს მოქალქეებს, სწრაფად აღვადგინოთ ეკონომიკა, მოვხსნათ შეზღუდვები და დავიბრუნოთ ნორმალური ცხოვრება....

კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ მომხმარებლები შაბათ-კვირას ღია სივრცეში მიიღონ

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ მომხმარებლები შაბათ-კვირას ღია სივრცეში მიიღონ.

დღეიდან “კომენდანტის საათი” 23:00 საათიდან დაიწყება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან 17 მაისიდან, კომენდატის საათი იმოქმედებს 23:00-დან 05:00 საათამდე.