Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 46 595 კვლევა ტესტით, მათ შორის 27 813 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 782 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 901 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გარდაიცვალა 74 პაციენტი. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4...
კორონავირუსით მარტვილის მცხოვრები, 83 წლის ქალი გარდაიცვალა
რუხის კოვიდ კლინიკაში კორონავირუსს მარტვილის მცხოვრები, 83 წლის ქალი გარდაიცვალა. სამეგრელოს კოვიდ კლინიკებში 412 პაციენტია მოთავსებული. აქედან, რუხის კლინიკაში იმყოფება 188 კოვიდ პაციენტი. მათ შორის მძიმე 42. ფოთის კლინიკაში 40 ინფიცირებული რჩება. სენაკის კლინიკა "სენამედში" 42 მოქალაქე მკურნალობს. ფოთის კლინიკა ბომონდში 33. აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში - 27. სენაკის "ლაზიკა...
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 403 პაციენტი იმყოფება
დღეისთვის, სამეგრელოს კოვიდკლინიკებში იმყოფება 403 კოვიდპაციენტი. მათ შორის: რუხის კლინიკაში იმყოფება – 194 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 46. ფოთის კლინიკაში იმყოფება – კოვიდ 40 პაციენტი. სენაკის კლინიკა “სენამედში” – 42. ფოთის კლინიკა “ბომონდში” – 24 კოვიდ პაციენტი. აბაშის “ევექსის” კოვიდ კლინიკა – 26 პაციენტი, სენაკი “ლაზიკა მედში” – 77...
ვაქცინაციის სერვისის ბინაზე მიღებისთვის უნდა დარეკოთ ცხელ ხაზზე – 15 22
პირებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბინაზე ჩაუტარდებათ. აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „ვაქცინაციის სერვისის ბინაზე მიღებისთვის უნდა დარეკოთ ცხელ ხაზზე – 15 22. ვაქცინის დანაკარგის თავიდან აცილების მიზნით, მობილური ჯგუფები გამოძახებაზე პერიოდულად, მოთხოვნილი ვაქცინის მიხედვით გადიან“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
დღეიდან შიდა და გარე სივრცეში პირბადის გამოყენება სავალდებულო ხდება
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან შიდა და გარე სივრცეში პირბადის გამოყენება სავალდებულო ხდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „დღეს ჩვენ საზოგადოებისთვის გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი მესიჯი. პირველი მესიჯი არის ის, რომ საბჭოს გადაწყვეტილებით, დაემატა ახალი რეგულაცია, ეს რეგულაცია ეხება პირბადის სავალდებულო ტარებას. დღეიდან შიდა და გარე სივრცეში პირბადის...
თემურ ჯანაშია-მარტვილის მერობის კანდიდატი “ნაციონალური მოძრაობიდან”
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საზოგადოებას ოფიციალურად წარუდგინა საარჩევნო კანდიდატები. მარტვილის მერობის კანდიდატი იქნება თემურ ჯანაშია "პარლამენტის წევრი, გენერალი, მებრძოლი და თავდადებული ადამიანი, როგორც თემურს სჩვევია, ისე უშიშრად შედის ბრძოლაში საქართველოს უკეთესი მომავლისთვის... მე იშვიათად შემხვედრია ასეთი პატიოსანი და კეთილსინდისიერი ადამიანი, როგორიც თემურია", - ასე წარადგინა ნიკა მელიამ მარტვილის...
პატრიარქის კურთხევა ეკლესია-მონასტრებს
პატრიარქ ილია მეორის ბრძანებით, 14 აგვისტოდან სამი კვირის მანძილზე, პანდემიის მიზეზით, ყველა ეკლესია-მონასტერს ეძლევა კურთხევა, უზრუნველყონ ტაძრებში დისტანციის დაცვა, პერიოდულად ჩატარდეს იატაკის დეზინფექცია და მრევლმა იქონიოს პირბადე. ამასთან, სიტკბოების მიღებისთვის ერთჯერადი ჭიქები გამოიყენონ.
საკოორდინაციო საბჭო 14 აგვისტოდან პანდემიააკრძალვებს აწესებს
14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. „გაგაცნობთ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. როგორც მოგეხსენებათ, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულია, ძირითადად ახალი შტამების (დელტა შტამი) ფართო ცირკულაციის გამო. ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების და ტენდენციების...
კვლავ აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებში
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, კვლავ აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებში, ასევე აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიების გამართვა, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, იუბილე და სხვა. “აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებში. აღნიშნული რეგულაციის აღსრულება კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება. კვების ობიექტების მუშაობა...
2022 წლიდან, საჯარო მოხელეთა ხელფასების ზრდა იგეგმება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცახდებით, 2022 წლის იანვრიდან საჯარო მოხელეების ხელფასები გაიზრდება. “მერების ხელფასები შეადგენს 1800-2000 ლარს, აბსოლუტურად ამოვარდნილია და შეუსაბამობაშია დღევანდელ რეალობასთან… …2022 წლის იანვრიდან ჩვენ დავიწყებთ საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდას ეტაპობრივად, ეს არის აუცილებელი, ვინაიდან სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები ვეღარ ხედავენ მოტივაციას, ჩვენ ვერ ვუძლებთ კონკურენციას კერძო სექტორთან, ამიტომ აუცილებელია აღნიშნული...








