მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნაჭყებიამ სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებულებს მერიაში უმასპინძლა. „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2026“-ის საქართველოს ჩემპიონი ფრენბურთში სალხინოს საპატრიარქოს წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლის ვაჟთა გუნდი გახდა, ხოლო ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ამავე სკოლის გუნდის წევრი — გიორგი გარჩაგოდაშვილი დასახელდა. შეხვედრაზე მერმა სპორტსმენებს, მათ მწვრთნელსა და სკოლის ხელმძღვანელობას გამარჯვება მიულოცა,...

