საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეგიდით, მარტვილში სალოტბარო სკოლა იხსნება. სალოტბარო სკოლა მოსწავლეებს სრულიად, უფასოდ შესთავაზებს ქართული ტრადიციული გალობისა და ხალხური სიმღერის შესწავლას. მსურველები მიიღებიან 5 წლიდან, მოსმენა გაიმართება 3 აპრილს, 15:00 საათიდან, მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება. “ეროვნული სატყეო სააგენტო...


