მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნაჭყებიამ, თამაკონის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ლიდა ფაცაციას 102 წლის იუბილე მიულოცა. ლიდა ფაცაცია 1924 წელს დაიბადა, მას 4 შვილი, 11 შვილიშვილი, 15 შვილთაშვილი და 2 შვილთაშვილის შვილი ჰყავს. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია შესაბამისი პროგრამის ფარგლებში იუბილარს 3 000 ლარს გადაურიცხავს.

