სოფელ ზედა ხუნწის სკოლის მშენებლობა დასრულდა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, საჯარო სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდა და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. სოფელ ხუნწის სკოლის მშენებლობა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და ღირებულება 1.3 მილიონი ლარი შეადგინა.

დაცული ტერიტორიების სააგენტო ვიზიტორებს კომბინირებული ბილეთების სისტემას შესთავაზებს

1 აპრილიდან დაცული ტერიტორიების სააგენტო ვიზიტორებს კომბინირებული („კომბო“) ბილეთების სისტემას შესთავაზებს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, „კომბო“ ბილეთის საშუალებით შესაძლებელი იქნება ერთიანი ბილეთით რამდენიმე ტურისტულ ობიექტზე შესვლა. ინიციატივის მიზანია ვიზიტორებისთვის ფინანსური დანახარჯის შემცირება, დროის ეფექტიანად გამოყენება და ეკოტურისტული მარშრუტების უფრო მოქნილად დაგეგმვა. "კომბინირებული ბილეთები გაზრდის ინტერესს სხვადასხვა მიმართულების მიმართ და წაახალისებს...