მარტვილის მუნიციპალიტეტის დასახლებებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლებების საერთო კრებები და ამომრჩევლებთან კონსულტაციები დაიწყო. დღეს, შეხვედრები სერგიეთის, აბედათის, და ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2026 წელს, მარტვილის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 990 000 ლარი დაიხარჯება.

