აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე მარტვილის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთიდან დევნილი, სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულა. აფხაზეთის მთავრობის ინფორმაცით, მთავრობის თავმჯდომარე პირადად გაეცნო დევნილი ოჯახების სოციალურ პირობებს, ყოველდღიურ გამოწვევებსა და საჭიროებებს. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გიორგი ჯინჭარაძე, ოჯახებს, შესაბამის მხარდაჭერასა და არსებული პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას დაჰპირდა. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, დევნილი...

