მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტში დილიდან ინტენსიურად თოვს. გზების გაწმენდითი სამუშაოები ცენტრალურ საავტომობილო გზაზე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. უწყების ცნობით, გასაწმენდად მობილიზებულია სპეციალიზებული ტექნიკა. გზის გაწმენდით სამუშაოებს ასრულებს როგორც მუნიციპალური, ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიების ტექნიკა. გზების გაწმენდით სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნაჭყებია მერის პირველ მოადგილესთან ერეკლე ზარანდიასთან...

