ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს

საქართველოს მთავრობის №33 დადგენილებით, 2026 წლის 27 იანვრიდან ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს. სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ცხოველის მფლობელს ცოფით ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში მიყენებული ზარალი ნაწილობრივ აუნაზღაურდება, რაც მას გაუჩენს მოტივაციას, დროულად მიაწოდოს ინფორმაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოს ცოფის სავარაუდო ან დადასტურებული...

მარტვილის მონასტრის საავტომობილო გზის 1.3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მარტვილი-მარტვილის მონასტრის საავტომობილო გზის 1.3 კმ-იანი მონაკვეთის (0-კმ1) რეაბილიტაციისთვის ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. "გზა მარტვილის ცენტრიდან სამონასტრო კომპლექსამდე მიდის და გადის როგორც დასახლებულ, ასევე დაუსახლებელ ტერიტორიაზე. გზა ამორტიზირებულია და საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაბილიტაციას. 1.3 კმ-იანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტი, მარტვილის სამონასტრი კომპლექსამდე მომლოცველებისა და...

უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის გამოცდა 4 თებერვალს ჩატარდება

უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის გამოცდა 4 თებერვალს ჩატარდება. ინფორმაციას ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ცენტრის ინფორმაციით, ტესტირება წაკითხულის გააზრების, ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობის კომპონენტებს მოიცავს და, ელექტრონული ფორმატით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გაიმართება. „გამოცდის მიზანია იმ სტუდენტების აკადემიური მზაობის შეფასება, რომლებმაც უცხოეთში...

30 იანვარამდე დასავლეთ საქართველოში შედარებით თბილი, უნალექო და ქარიანი ამინდი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტო 27-29 იანვარს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 30 იანვარამდე დასავლეთ საქართველოში შედარებით თბილი, უნალექო და ქარიანი ამინდი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს. “ქ. თბილისში შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1, +1, დღისით +3, +8...

მარტვილის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრს ახალი უფროსი ჰყავს

მარტვილის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრს ახალი უფროსი ჰყავს. ცენტრის უფროსად გიგა წოწონავა დაინიშნა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნაჭყებიამ გიგა წოწონავა თანამშრომლებს დღეს წარუდგინა. ცენტრის ახალი უფროსი პროფესიით ეკონომისტია. მას საბანკო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

24-25 იანვარს მოსალოდნელია ნალექი

24-26 იანვარს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 24-25 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ხოლო 26 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ” ქ. თბილისში უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, 0, დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 24 – 25 იანვარს...

დევნილებისა და ეკომიგრანტებისათვის სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება დაიწყო. სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის მიზანს დევნილებისა და განსახლებული ეკომიგრანტების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა წარმოადგენს. “საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყობა. ჯამში, 50-მდე პროექტი დაფინანსდება. პროგრამაში მონაწილეობა,...

გიორგი ჯინჭარაძემ მარტვილში აფხაზეთიდან დევნილი, სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე მარტვილის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთიდან დევნილი, სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულა. აფხაზეთის მთავრობის ინფორმაცით, მთავრობის თავმჯდომარე პირადად გაეცნო დევნილი ოჯახების სოციალურ პირობებს, ყოველდღიურ გამოწვევებსა და საჭიროებებს. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გიორგი ჯინჭარაძე, ოჯახებს, შესაბამის მხარდაჭერასა და არსებული პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას დაჰპირდა. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, დევნილი...

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს თამარ მემანიშვილი უხელმძღვანელებს

სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელად თამარ მემანიშვილი დაინიშნა. ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა წარუდგინეს. მინისტრმა თამარ მემანიშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მას წარმატებები უსურვა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, თამარ მემანიშვილს საჯარო სექტორში მუშაობის...

მომდევნო დღეებში შენარჩუნებული იქნება ცივი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 21-23 იანვარს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 24 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი ამინდი. “ქ. თბილისში ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, -6, დღისით +2, +6 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 21 და 23 იანვარს მოსალოდნელია ნალექიანი,...