11 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე რეკორდული – 1 214 653 ვიზიტორი დაფიქსირდა

2025 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე რეკორდული – 1 214 653 ვიზიტორი დაფიქსირდა. ვიზიტორთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 12%-ით არის გაზრდილი. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ყველაზე მეტი ვიზიტორი ეწვია პრომეთეს მღვიმეს, მარტვილის კანიონს, სათაფლიას, მტირალას ეროვნულ პარკსა და წალკის კანიონს. “ასევე, გაზრდილია უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა, რაც კიდევ ერთხელ...

ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით ნაძვის მოჭრაზე კანონმდებლობა მკაცრდება

ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები წიწვოვანი მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლს ამკაცრებენ. ეროვნული სატყეო სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ გაანადგურებენ ბუნებრივ სიმდიდრეს და გამოიყენონ ხელოვნური ნაძვის ხე.

12-14 დეკემბერს წვიმა, ქარბუქი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 14 დეკემბრის დილამდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ქვეყნის მთიან რაიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული. სააგენტოს ცნობით, 13-14 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი. “მოსალოდნელი დიდთოვლობის,...

ტურნირი, რომელიც მიეძღვნა მარტვილში ფეხბურთიის დაარსებიდან 79 წლის აღვნიშვნას

მარტვილის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის ბაზაზე, სამეგრელო ზემო–სვანეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ტურნირი გაიმართა, 15 წლამდე ფეხბურთელთა შორის, რომელიც მიეძღვნა მარტვილში ფეხბურთიის დაარსებიდან 79 წლის აღვნიშვნას. ტურნირში 8 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ფინალური შეხვედრა „მარტვილის საფეხბურთო სკოლის“ და ქუთაისის „ტორპედო“–ს გუნდებს შორის გაიმართა, სადაც პენალტების სერიაში „ტორპედო“– მ 3:2 დაამარცხა ,,მარტვილის საფეხბურთო...

9 დეკემბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 10-11 დეკემბერს ზოგან იწვიმებს

გარემოს ეროვნული სააგენტო, 9-11 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 9 დეკემბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 10-11 დეკემბერს ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს. “ქ. თბილისში 9 და 11 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 10 დეკემბერს წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება....

9 დეკემბრამდე მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 6-8 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 9 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში 6 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 7-8 დეკემბერს ღრუბლიანი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. “ქ. თბილისში 6 დეკემბერს უნალექო...

განათლების მინისტრმა ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, საზოგადოებას ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარუდგინა. გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების სისტემაში არსებულ 8 ძირითად გამოწვევაზე ისაუბრა, რომელთა საფუძველზე რეფორმის ძირითადი ამოცანები განისაზღვრა. როგორც მან აღნიშნა, დოკუმენტი საბოლოო სახეს საჯარო განხილვების შემდეგ მიიღებს. მინისტრმა უმთავრეს გამოწვევებად დაასახელა...

2-4 დეკემბერს არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო 2-4 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 2 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ელჭექი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მაღალმთაში თოვლი. 3 დეკემრიდან ისევ უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. “ქ. თბილისში 2 და 4 დეკემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი, 3 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10,...

მარტვილში სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვეს

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნაჭყებიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ელდარ თოდუამ სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვეს. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური ეტაპი გარბენში მარტვილის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ქუჩაზე გაიმართა 400 მეტრიან დისტანციაზე. ღონისძიება მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის, კომპლექსური სასპორტო სკოლის და...