ტალერში წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდარღვევა სოფელ ტალერში გამოავლინეს. მოქალაქე ავტომანქანით 21 ერთეული წიწვოვანი სახეობის ხე-მცენარეების ტოტების უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდა. უწყების ცნობთ, სამართალდამრღვევების მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. “გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წინასაახალწლო პერიოდში წიწვოვანი ხეების დაზიანებაზე, უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე მკაცრ კონტროლს ახორციელებს განსაკუთრებით ისეთ...