ბიბლიოტურის ფარგლებში ცენტრალურ ბიბლიოთეკას ესტუმრნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის №2 საჯარო სკოლის, სერგიეთისა და ხუნწის საჯარო სკოლების მოსწავლეები პედაგოგებთან - ნათია კვანტალიანთან და ეკატერინე კვანტალიანთან ერთად. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ინფორმაციით, ახალგაზრდები გაეცნენ ბიბლიოთეკის მუშაობის სპეციფიკასა და სერვისებს, ამერიკული კუთხის პროექტებს, დაათვალიერეს ფონდები და განყოფილებები, შეარჩიეს მათთვის საინტერესო წიგნები, დარეგისტრირდნენ მკითხველებად...
16-17 დეკემბერს საქართველოში ზოგან იწვიმებს
გარემოს ეროვნული სააგენტო, 16-18 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 16-17 დეკემბერს საქართველოში ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს, ხოლო 18 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. “ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 16 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი,...
11 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე რეკორდული – 1 214 653 ვიზიტორი დაფიქსირდა
2025 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე რეკორდული – 1 214 653 ვიზიტორი დაფიქსირდა. ვიზიტორთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 12%-ით არის გაზრდილი. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ყველაზე მეტი ვიზიტორი ეწვია პრომეთეს მღვიმეს, მარტვილის კანიონს, სათაფლიას, მტირალას ეროვნულ პარკსა და წალკის კანიონს. “ასევე, გაზრდილია უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა, რაც კიდევ ერთხელ...
ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით ნაძვის მოჭრაზე კანონმდებლობა მკაცრდება
ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები წიწვოვანი მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლს ამკაცრებენ. ეროვნული სატყეო სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ გაანადგურებენ ბუნებრივ სიმდიდრეს და გამოიყენონ ხელოვნური ნაძვის ხე.




