მარტვილის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი გიორგი ნაჭყებია უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა. ახალი მერი მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა წარუდგინა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დავით ვერავამ გიორგი ნაჭყებიას წარმატებები უსურვა და ყოფილ მერს თორნიკე ჯანაშიას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე გიორგი ნაჭყებიამ ყოფილ მერს თორნიკე ჯანაშიას...

