მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ელდარ თოდუა აირჩიეს

დღეს, მარტვილის მუნიციპალიტეტის მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნაჭყებია დაესწრო. საკრებულოს პირველი სხდომა მარტვილის №65-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გახსნა, რის შემდეგაც სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი ირინა გადელია გაუძღვა. აღნიშნულ სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარედ ელდარ თოდუა, პირველ მოადგილედ ლევან სურმავა, მოადგილეებად ალექსანდრე გრიგალავა და მიხეილ ჯანაშია ფარული...

მარტვილის ახლადარჩეული მერი მუშაობას შეუდგა

მარტვილის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი გიორგი ნაჭყებია უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა. ახალი მერი მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა წარუდგინა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დავით ვერავამ გიორგი ნაჭყებიას წარმატებები უსურვა და ყოფილ მერს თორნიკე ჯანაშიას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე გიორგი ნაჭყებიამ ყოფილ მერს თორნიკე ჯანაშიას...

მერის ანგარიში განხორციელებული პროექტების შესახებ

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თორნიკე ჯანაშიამ მისი მერობის პერიოდში მარტილის მუნიციპალიტის მასშტაბით განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია და საქმიანობის ანგარიში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, კულტურის სახლში გამართულ შეხვედრაზე წარუდგინა. თორნიკე ჯანაშიამ მარტვილელებს გააცნო ოთხი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები: ინფრასტრუქტურის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის...

29 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმული ღელვა. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან კანონი და არ გამოიყენონ თევზჭერის აკრძალული საშუალებები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უკანონო თევზჭერის ფაქტების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე. ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან კანონი...

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მიმართავს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები რძის ნიმუშებს ამოწმებენ. სპეციალისტების მიერ კონტროლდება როგორც რეალიზაციის პირობები (ეტიკეტი, ვადები, ტემპერატურული რეჟიმი), ასევე, ნიმუშების აღება ხდება სხვადასხვა მაჩვენებელზე ლაბორატორიული კვლევის მიზნით. “გარდა სავაჭრო ობიექტებისა, ნედლი რძის ნიმუშების აღება (იმ ნედლეულის, რომლისაგანაც იწარმოება სხვადასხვა დასახელების რძის...

„ვეტერანთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის” პროგრამა ამოქმედდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ „ვეტერანთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის” პროგრამა დაიწყო. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამით სარგებლობა შეუძლია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად მკვეთრად (311), მნიშვნელოვნად (312) და ზომიერად (313) გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე...

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, მოქალაქეებს მოუწოდებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, მოქალაქეებს მოუწოდებს არ დაწვან ეზოში მოგროვებული ფოთლები და იმოქმედონ კანონის შესაბამისად. “შემოდგომაზე, საკარმიდამო ეზოს დასუფთავების დროს ფოთლების დაწვა, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, დღემდე რჩება მავნე პრაქტიკად. ფოთლების წვის დროს გამოყოფილი კვამლი შეიცავს მომწამვლელ ნივთიერებას, რომელიც არა მხოლოდ გარემოს აყენებს ზიანს, არამედ საფრთხეს...

ცესკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგები შეაჯამა. შედეგების მიხედვით ქალაქ თბილისის მერად არჩეულია „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე. მან 215,363 ამომრჩევლის ხმა, 71.627% მიიღო. თბილისის მერის არჩევნებში 324 798 ამომრჩეველი მონაწილეობდა. ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე ასევე შეაჯამა თბილისის საკრებულოს 2025 წლის 4 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით...

13 ოქტომბრის დღის ბოლომდე მოსალოდნელია წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 ოქტომბრის საღამოს საათებიდან 13 ოქტომბრის დღის ბოლომდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, დროგამოშვებით ქარის გაძლიერება, დღისით აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანო მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო...