7 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან 8 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, დროგამოშვებით ზოგან ძლიერი, ელჭექი და სეტყვა. სააგენტოს ცნობით, სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის გაძლიერება. “მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა...

3-4 სექტემბერს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3-4 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დღეს, 1 სექტემბერს დაიწყო და 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.  2025 წლის მიღებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საჯარო და კერძო დაწესებულებები პროფესიულ სტუდენტებს მრავალფეროვან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებენ. პროფესიულ...

მარტვილის მერიაში სტაჟირების პროგრამა იწყება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყევტილებით, 2025 წლის სექტემბრიდან ცხადდება 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი. სტაჟიორის კონკურსზე განაცხადის წარდგენის ვადად განისაზღვრება 2025 წლის 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი. პროგრამის ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ, ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოაცხადა 6 ვაკანსიაზე. იხილეთ ვაკანსიები: მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა...