“ლეგენდების ქვეყანა” – მარტვილში

14 - 18 ივლისს, მარტვილის მუნიციპალიტეტში ფოლკლორული ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ გაიმართება. ფესტივალში, ადგილობრივ ანსამბლებთან ერთად, იტალიის, ბულგარეთის, პოლონეთის და სხვა ქვეყნების ანსამბლები მონაწილეობენ. 14 ივლისი - 18:00 საათი - ფესტივალის საზეიმო გახსნა; 18 ივლისი - 18:00 საათი - ფესტივალის დახურვის ღონისძიება.

მარტვილში მინი ფეხბურთის ტურნირი სლოგანით „არა ნარკოტიკს“ გაიმართა

საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით მარტვილის მუნიციპალიტეტში მინი ფეხბურთის ტურნირი სლოგანით „არა ნარკოტიკს“ გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა 14-მა გუნდმა მიიღო. ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია და მერის მოადგილე გივი ელიავა ესწრებოდნენ. პირველ ადგილზე გავიდა ნახარებაოს გუნდი, მეორე ადგილი მოიპოვა ონოღიის გუნდმა, ხოლო მესამე ადგილი ნაჯახაოს გუნდმა დაიკავა. ტურნირის ბოლოს პირველ,...

9-11 ივლისს უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო 9-11 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 9-11 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია სეტყვა. იმერეთის, სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებში დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. “თბილისში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32,+36 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო...

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 ივლისს დღისით, აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს...

ეროვნული გამოცდები დაიწყო

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან ჩაერთვებიან. 10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 21...

ბანძაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში, ლელეკელეს უბანში, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში, საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარი იგება. პროეტი ასევე ითვალისწინებს სანიაღვრე არხების მოწესრიგებას. სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 959 ათას ლარს შეადგენს.