“მარტვილის” სოლო კონცერტი გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდი ჭყონის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია ცისქვეშ, კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის მუნიციპალური ანსამბლ "მარტვილის" სოლო კონცერტი გაიმართა. მარტვილის მუნიცი-პალიტეტის მერიის ინფორმაციით, „მარტვილი“ მაყურებლის წინაში მრავალფეროვანი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით წარდგა. ღონისძიებას ადგილობრივებთან ერთად ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.