„ლეგენდების ქვეყანა“ დახურვის ცერემონია გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სოფელ ბანძაში ფესტივალის „ლეგენდების ქვეყანა“ დახურვის ცერემონია გაიმართა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალს მარტვილის მუნიციპალიტეტმა წელს მეათედ უმასპინძლა. ფესტივალის ფარგლებში მაყურებლის წინაშე წარდგნენ როგორც ადგილობრივი, ასევე იტალიის, თურქეთის, პოლონეთის, ბულგარეთის და სხვა ქვეყნების ფოლკლორული ანსამბლები. ღონისძიებას ადგილობრივი მოსახლეობა და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ლეგენდების ქვეყანა მეხუთედ ჩატარდა.