14 - 18 ივლისს, მარტვილის მუნიციპალიტეტში ფოლკლორული ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ გაიმართება. ფესტივალში, ადგილობრივ ანსამბლებთან ერთად, იტალიის, ბულგარეთის, პოლონეთის და სხვა ქვეყნების ანსამბლები მონაწილეობენ. 14 ივლისი - 18:00 საათი - ფესტივალის საზეიმო გახსნა; 18 ივლისი - 18:00 საათი - ფესტივალის დახურვის ღონისძიება.