წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, გრძელდება ქალაქ მარტვილის წყალმომარაგება - წყალარინების სისტემის სარეაბილიტაციო - სამშენებლო სამუშაოები. პროექტს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი დავით კვინიკაძე, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო. უწყების ცნობით, მიმდინარე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის, რეზერვუარების, სატუმბი სადგურებისა და წყლის შემკრებების რეაბილიტაცია-მშენებლობა, დამატებით მოეწყობა საქლორატორო და...
დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 2000-ზე მეტ ოჯახს სახლს შეუსყიდის
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 2000-ზე მეტ ოჯახს სახლს შეუსყიდის. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დევნილ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება. „სოფლად სახლის“...
მარტვილის მუზეუმში მასწავლებელთა კონფერენცია გაიმართა
მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ჩატარდა ესთეტიკური აღზრდის კათედრის წევრთა კონფერენცია, რომლის მიზანი იყო მუსიკისა და ხელოვნების მასწავლებელთა როლის ხაზგასმა სასკოლო გარემოში, ასევე საუკეთესო პრაქტიკების გაცვლა და გამოცდილების გაზიარება. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კონფერენცია ფოკუსირებული იყო იმ მნიშვნელოვან ასპექტებზე, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეების წარმოსახვის უნარის, მუსიკის აღქმის, შემოქმედებითი აზროვნების, ემოციური განვითარების და...