მარტვილში ოლიმპიზმის საერთაშორისო დღე აღინიშნა

მარტვილის მუნიციპალიტეტში ოლიმპიზმის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ მარტვილის მუნიციპალტეტის მერია ავრცელებს. ამ დღესთან დაკავშირებით, მარტვილში კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით, თავისუფლების ქუჩაზე გარბენი მოეწყო. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, 23 ივნისს მსოფლიოში ოლიმპიადის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 1948 წლიდან აღინიშნება.