შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. უწყების ცნობით, 22 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება. მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან ჩაერთვებიან. 10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი....
მაშველებმა მარტვილის ქვემო ხუნწში მცირეწლოვანი გადაარჩინეს
მაშველებმა მარტვილის სოფელ ქვემო ხუნწში მცირეწლოვანი გადაარჩინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უწყებაში შევიდა ინფორმაცია მარტვილში, სოფელ ქვემო ხუნწში, მდინარე ცხენისწყლის მიმდებარედ, ბავშვის გაუჩინარების შესახებ. "ძებნა-შველის ღონისძიებაში მყისიერად ჩაერთო 50-მდე მეხანძრე-მაშველი, წყალზე სამაშველო საშუალებები და მყვინთავთა ჯგუფი, რის შედეგადაც, მდინარეში ჩავარდნის ადგილიდან 500 მეტრის მოშორებით, ნანახია ბავშვი, რომელიც ნაპირზე გამოყვანილია...