მარტვილში წყალმომარაგება – წყალარინების სისტემის სარეაბილიტაციო – სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, გრძელდება ქალაქ მარტვილის წყალმომარაგება - წყალარინების სისტემის სარეაბილიტაციო - სამშენებლო სამუშაოები. პროექტს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი დავით კვინიკაძე, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო. უწყების ცნობით, მიმდინარე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის, რეზერვუარების, სატუმბი სადგურებისა და წყლის შემკრებების რეაბილიტაცია-მშენებლობა, დამატებით მოეწყობა საქლორატორო და...