26 მაისი მარტვილში

26 მაისის აღსანიშნავად, მარტვილში, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება მიმდინარეობს. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მდებარე, დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი, მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ბიუსტები გვირგვინებით შეამკეს. მოწყობილია ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა. დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს მოინახულოს ეთნოგრაფიული კუთხეები. ფოტო: მარტვილის მერია