გაიმართა ფოლკლორული ფესტივალი “ჭყონდიდი“

მარტვილის მუნიციპალიტეტმა ფესტივალ „ჭყონდიდის“ მონაწილეებს უმასპინძლა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით რიგით მე-7 ფესტივალი ,,ჭყონდიდი” გაიმართა. ფესტივალი ახალგაზრდა ქორეოგრაფის, გიორგი წივწივაძის ხსოვნას მიეძღვნა, რომელშიც მონაწილეობა ადგილობრივმა და მოწვეულმა ქორეოგრაფიულმა ჯგუფებმა მიიღეს. ღონისძიების ბოლოს მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ...