31 მაისის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მაისს 31 მაისის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ხანმოკლე ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

26 მაისი მარტვილში

26 მაისის აღსანიშნავად, მარტვილში, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება მიმდინარეობს. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მდებარე, დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი, მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ბიუსტები გვირგვინებით შეამკეს. მოწყობილია ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა. დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს მოინახულოს ეთნოგრაფიული კუთხეები. ფოტო: მარტვილის მერია

სიახლე ზუგდიდში – გაიხსნა თურქული “მედიცინის სახლი”

ზუგდიდში გაიხსნა თურქული “მედიცინის სახლი”. პაციენტებს, ადგილზე თურქი ექიმები მოემსახურებათ. ადგილზევე ხელმისაწვდომ ფასში, შეგიძლიათ ჩაიტარონ ლაბორატორიული კვლევები. კლინიკაში მუშაობენ კვალიფიციური ქართველი და თურქი ექიმ – ლაბორანტები. ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით. ჩაიტარეთ კვლევები დროულად, ჯანმრთელობა, ხომ ყველაფერზე მნიშვნელოვანია. თურქული “მედიცინის სახლი” წარმოადგენს მრავალპროფილურ სამკურნალო – დიაგნოსტიკურ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც დანერგილია საერთაშორისო...

26 მაისის ღონისძიებების პროგრამა მარტვილში

26 მაისს, მარტვილის ცენტრალურ პარკში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. იხილეთ ღონისძიების პროგრამა: 10:00 - საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი, მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში. 11:00 - ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მდებარე, დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალის გვირგვინით შემკობა. 11:15 - მერაბ...

მარტვილში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელსა და მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლედგებეში მოქალაქეებს ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ დამონტაჟებული. “ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები,...

24 მაისამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 22-24 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 24 მაისამდე საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 24 მაისს კი სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება. “ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო...

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 მაისს დაიწყება

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 მაისს, 09:00 საათიდან დაიწყება და 17 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.  განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე – registration.emis.ge. „ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 18 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში...

მარტვილში სკოლის ბოლო ზარისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიისა და მარტვილის საგანმანათლებლო რესუსრსცენტრის ორგანიზებით 20 მაისს, 18:00 სთ-ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკოლის ბოლო ზარისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

18-19 მაისს წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18-19 მაისს საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 18 მაისის დღის ბოლოდან 19 მაისის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. “მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული...

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 20 მაისის ჩათვლით გაგრძელდება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2025 წლის 28 აპრილს დაიწყო და 20 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. უწყების ცნობით, რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. “2025 წლის მიღებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები პროფესიულ...