მარტვილში როლანდი (ლონია) კეკელიას სახელობის ჩემპიონატი ჩატარდა მინი ფეხბურთში

მარტვილში სპორტის პედაგოგის როლანდი (ლონია) კეკელიას სახელობის ჩემპიონატი ჩატარდა მინი ფეხბურთში. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩემპიონატში ექვსი საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ბანძის და ონოღიის გუდები დაუპირისპირდნენ. გამარჯვება ბანძის გუნდმა მოიპოვა. მესამე ადგილზე კი აბედათის სკოლის გუნდი გავიდა. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები შესაბამისი თასებით, ხოლო...

ცესკოს თავმჯდომარემ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაწოდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საერთაშორისო ორგანიზაცია Transparencia Electoral-ის და ალბანეთის საარჩევნო სისტემების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდა. გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობები, ამომრჩეველთა ინფორმირების კუთხით განხორციელებული პროექტები და მნიშვნელოვანი სიახლეები გააცნო. როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებამდე ორი დღით ადრე იყენებს ყველა რესურსს...

საარჩევნო ადმინისტრაცია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან შეხვედრებს აგრძელებს – ცესკოს თავმჯდომარემ NDI-ის და IRI-ის წარმომადგენლებს არჩევნებისთვის მზადების პროცესი გააცნო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე და მისი მოადგილე “საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI) და “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს განახლებული ინფორმაცია მიაწოდა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის განხორციელებული საქმიანობების შესახებ. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, ადმინისტრაცია სრულ მზადყოფნას გამოთქვამს 26 ოქტომბრის არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების...

საარჩევნო ადმინისტრაცია მწუხარებას გამოთქვამს საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის გარდაცვალების გამო

საარჩევნო ადმინისტრაცია მწუხარებას გამოთქვამს საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მის ოჯახს.  მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მტკიცებულებები, კონკრეტული პირები ავრცელებენ განცხადებებს, უხეშად არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას და ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალებაში ამავე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ადანაშაულებენ.  სათანადო მტკიცებულებებისა და გამოძიების გარეშე მსგავსი ბრალდებები წარმოადგენს პირდაპირ...

საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადება რამათ-განის საუბნო საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით

საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება ისრაელში გახსნილი, რამათ-განის საუბნო საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. პირველ რიგში განვმარტავთ, რომ აღნიშნული საუბნო საარჩევნო კომისია ამ დროისათვის ჩვეულებრივ რეჟიმში ფუნქციონირებს და ემზადება კენჭისყრის დღისთვის. კომისიის თავმჯდომარემ ოჯახური მდგომარეობის გამო 22 ოქტომბერს საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა. კომისიის არცერთ სხვა ხელმძღვანელ პირს...