ნახუნაოში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

ნახუნაოს ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარით მოეწყობა 4 058 მეტრი საავტომობილო გზა. ასევე მოხდება ლითონის მილების, მილ-ხიდების, რკინა-ბეტონის არხის და ბეტონის სათავისების მოწყობა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 1 333 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოების შპს „მეკა“ ასრულებს. ნახუნაოში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს...

26 მაისი მარტვილში

დამოუკიდებლობის დღე, მარტვილის მუნიციპალიტეტში, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიებებით აღინიშნა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღის განმავლობაში გაიმართა სხვადასხვა სპორტული და კულტურული აქტივობები ქალაქის ცენტრში, სპორტულ მოედნებზე და ქუჩებში. მოეწყო ადგილობრივი გასტრონომიული ნაწარმის და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. საფეხბურთო აკადემიის ბაზაზე გაიმართა მოზარდ სპორტსმენთა ფესტივალი, რომელშიც მონაწილე ბავშვები...

პროკურატურამ მარტვილში, შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ მარტვილში, შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 მაისს, მარტვილის რაიონის სოფელ ნალეფსავოში, ბრალდებულმა სანადირო თოფიდან დამიზნებით ესროლა შვილს, რა დროსაც სხეულის სხვადასხვა ნაწილში დაზიანებები მიაყენა....

პოლიციამ მარტვილში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

სამეგრელოს პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. შსს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1958 წელს დაბადებული მ.ჯ....

მარტვილში მამამ შვილი დაჭრა

მარტვილის მუნიციპალიტეტში მამამ შვილი დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით დანაშაული სანადირო თოფიდან გასროლით მოხდა. მამაკაცი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს. დაშავებული მამაკაცი კი კლინიკაშია გადაყვანილი. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.

26 მაისის ღონისძიებების პროგრამა მარტვილში

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 26 მაისის აღსანიშნავად, მარტვილში, მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება. იხილეთ 26 მაისის პროგრამა: 09:00 საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი, მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში. 11:00 ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მდებარე, დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალის გვირგვინით შემკობა. 11:30 მერაბ კოსტავასა...

დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში, მინი სტადიონის მოწყობა მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში, დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში, მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონი ეწყობა. სტადიონის მოსაწყობად საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 177 776 ლარი დაიხარჯება. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ფილ ვეი გრუპი“-ი ახორციელებს. სტადიონის მოწყობის სამუშაოები, ასევე, მიმდინარეობს თამაკონის ადმინისტრაციულ...

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს დაიწყო

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს დაიწყო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია დღეს, 09:00 საათზე დაიწყო და 13 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. „რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე – registration.emis.ge. ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 14 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით...

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ოპტიკური ქსელის სამშენებლო სამუშაობები მიმდინარეობს

ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი კომპანია "ოუფენ ნეტი“ მარტვილის მუნიციპალიტეტში, ოპტიკური ქსელის სამშენებლო სამუშაობებს ანხორციელებს. მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ დაათვალიერა. პროგრამის მიზანია საქართველოს მთავრობის მიერ სატელეკომუნიკაციო სფეროში თავისუფალი სამეწარმეო საქმიანობის,კონკურენციის განვითარებისა და კერძო ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობა,რისთვისაც პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე: ა)ერთიანი ნეიტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის შექმნა;...

მარტვილში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნა

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, თბილისაა და რეგიონებში პარაკლისი და საზეიმო მსვლელობა გაიმართა. მარტვილის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა ამ დღის აღნიშვნას. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მრევლი ოჯახის წევრებთან ერთად 12 საათზე წმინდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ტაძარში წირვას დაესწრნენ, სადაც...