მარტვილში კალათბურთის ჩემპონატი გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტის ლეხაინდრაოს საჯარო სკოლაში სპორტული ღონისძიება გაიმართა. ექვსი საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდები ერთმანეთს კალათბურთში დაუპირისპირდნენ. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრებაში გამარჯვება ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის გუნდებმა მოიპოვეს, ხოლო მეორე ადგილი გოგონებში ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის გუნდმა, ბიჭებში აბედათის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა. გამარჯვებულ გუნდებს თასები გადაეცათ. გამოვლინდნენ სხვადასხვა...