მარტვილში დედაენის დღე აღინიშნა

მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარებს ცენტრის ორგანიზებით, ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში, დედაენის დღე აღინიშნა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული მხატვრული წრის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მონაწილეებმა ლიტერატურული და მხატვრული კომპოზიციები წარმოადგინეს. შესრულდა მუსიკალური ნომერი. ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გივი ელიავა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე...