ბალდის კანიონიზე ბრაკონიერობის ფაქტი გამოვლინდა

მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის რეინჯერებმა - პაატა ქიქავამ, გურამ ბასილაიამ და გოჩა ბართიამ ბალდის კანიონის ბუნების ძეგლზე ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, კერძოდ ტერიტორიაზე პატრულირებისას, რეინჯერებმა გამოავლინეს მოქალაქე, რომელიც გადაადგილდებოდა სანადირო თოფით და ზურგზე გადაკიდებული ტომრით. "მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქე შეეცადა გაქცეულიყო,...

მარტვილში “ეტალონის” გუნდური ჩემპიონატი ჩატარდა

მარტვილის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, "ეტალონი“-ს გუნდური ჩემპიონატი ჩატარდა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრებაში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. „ეტალონი გუნდის“ წოდებისათვის ერთმანეთს 31 გუნდი და 155 მოსწავლე შეეჯიბრა. მოსწავლეებმა საკუთარი შესაძლებლობები და ცოდნა გამოავლინეს. 2024 წლის...