მარტვილის კანიონზე 3D განათების სისტემა მოეწყობა, ბალდაში კი ეკოტურისტული ბილიკები 

„დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ თავმჯდომარის მოადგილის, თამარ ხახიშვილის ინფორმაციით, მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე მოეწყობა 3D განათების სისტემა, რის საშუალებითაც ვიზიტორებს მათი დათვალიერება საღამოს საათებშიც შეეძლებათ. "წელს პირველად, იმისთვის, რომ საზოგადოებას საღამოს საათებშიც მივცეთ საშუალება, მარტვილის კანიონს ეწვიონ, მათ დახვდებათ 3D განათების სისტემა. ეს არის სრულიად ახალი პროდუქტი, რომელსაც ვიზიტორებს შევთავაზებთ....

მანუჩარ კვარაცხელიას წარმატება

27-28 მაისს, საბერძნეთში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი აღმოსავლურ საბრძოლო ხელოვნებაში უშუ სანდაში. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩემპიონატზე მარტვილელმა მანუჩარ კვაშილავამ 65 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა. მან სამ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და სამივე გამარჯვებით დაამთავრა. მანუჩარ კვაშილავა მარტვილის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის აღზრდილია.