1-ელი ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები, ყოველთვიური დახმარების სახით, 200 ლარს მიიღებენ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2023 წლის 1 ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიური დახმარების სახით 200 ლარს მიიღებენ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ფულადი დანამატის მიმღები არის 16 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000 ქულას. უწყების ცნობით, პროგრამის ბიუჯეტი 465 მილიონი ლარია. გაზრდილ დახმარებას დაახლოებით 232 000-მდე...

დღეს, “წაჩხურობა” აღინიშნება

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში, აღდგომის შემდეგ ხუთშაბათს, ბრწყინვალე შვიდეულში, დღესასწაული „წაჩხურობა“ აღინიშნება. სალხინოში (მარტვილში), არის წაჩხურის ეკლესია, სადაც სთხოვენ  მთავარანგელოზს, რომელსაც “მოსქე მთავარანგელოსსაც” ეძახიან, შვილიერებას. გადმოცემის თანახმად, თხოვნის შემდეგ, საღამოს,  ლოცვიდან დაბრუნებული წყვილის მამრი დაწოლის წინ სვამს მაჭყვადინას ღვინოს. ხშირია შემთხვევა, რომ ასეთი წყვილი შვილიერი ხდება.