პროკურატურამ მარტვილში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მარტვილში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 აგვისტოს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,  სანადირო თოფიდან გასროლით  მეზობელი მოკლა.  სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის...